სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაავიაკომპანია Geosky-ს ახალი ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი უკვე საქართველოშია

ავიაკომპანია Geosky-ს ახალი ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი უკვე საქართველოშია

2024 წლის 2 ნოემბერს ავიაკომპანია Geosky-ს სატვირთო საჰაერო ფლოტს ახალი ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატა.

საჰაერო ფლოტის ზრდის სტრატეგიული ნაბიჯი აფართოებს Geosky-ს შესაძლებლობას კიდევ უფრო განავითაროს და ხელი შეუწყოს აზიიდან ევროპის მიმართულებით სატვირთო ფრენების შესრულებას საქართველოს გავლით. აღნიშნული ფაქტი აძლიერებს ავიაკომპანიის შესაძლებლობებს გლობალური ვაჭრობის მხარდასაჭერად და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას.

საჰაერო ხომალდი ბოინგ 767-300ER(BCF) ავიაკომპანია Geosky-მ, საჰაერო ფლოტში მიიღო მშრალი იჯარით NAS AIRCRAFT LEASING COMPANY LLC, წამყვანი ამერიკული თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიისგან რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Geosky-ის განვითარების გზაზე, მისი ოპერაციული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიის მხრიდან მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ლოჯისტიკური ეფექტურობა, უზრუნველყოს საიმედო და სწრაფი მომსახურება მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ბაზარზე.

საჰაერო ხომალდის Boeing 767-300ER(BCF)-ის დამატება ავიაკომპანიის ფლოტში, ნაყოფიერი მოლაპარაკებებისა და ეფექტურად განხორციელებული სამუშაოების შედეგია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავიაკომპანია Geosky-ს საჰაერო ფლოტს 2024 წლის განმავლობაში კიდევ ერთი ერთეული ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატება. ღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს პროაქტიულ მიდგომას ფლოტისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართ.

ავიაკომპანია Geosky-ს პრეზიდენტის შალვა კიკნაძის განცხადებით: –

,,მოხარულები ვართ მივესალმოთ ჩვენს საჰაერო ფლოტში Boeing 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდს, რომელსაც ავიაკომპანია Geosky გაუწევს ექსპლუატაციას!

მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ავიაკომპანიაში, Geosky-ს საჰაერო ფლოტს შეემატა ერთი ერთეული ბოინგ 767-300ER(BCF) ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც წარმოადგენს ახალ ეტაპს Geosky-ს წარმატებულ საქმიანობაში. აღნიშნული საჰაერო ხომალდი უკეთეს საშუალებას გვაძლევს მეტად ავითვისოთ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და გაზრდილი ფლოტით გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ პარტნიორებს აზიიდან ევროპის მიმართულებით. ავიაკომპანია Geosky-ს გუნდის მხრიდან განხორციელებულმა სამუშაოებმა და ძალისხმევამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღნიშნული შესაძლებლობების განხორციელებაში. ავიაკომპანია 2024 წლის განმავლობაში მიიღებს კიდევ ერთ ერთეულ ბოინგ 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდს. ვაფასებთ პარტნიორების მხარდაჭერას და ნდობას ავიაკომპანია Geosky-ს მიმართ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ავიაკომპანიის ფლოტის ზრდა მოიტანს მეტ შესაძლებლობებს და გააძლიერებს ჩვენს როლს გლობალურ ლოჯისტიკურ ლანდშაფტში“.

Geosky მომხმარებელთა საჭიროებებზე და ოპერაციულ სრულყოფაზე ორიენტირებით, მუდმივად ზრდის ფლოტს და სერვისებს გლობალური ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Geosky დაარსდა 2017 წელს, საქართველოში. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები.

ავიაკომპანიის ფლოტი წარმოდგენილია: 2 ერთეული ბოინგ 747-200-ის, 1 ერთეული 757-200-ის ტიპის, 1 ერთეული 767-300ER(BCF)-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებით და 2 ერთეული სამგზავრო საჰაერო ხომალდი ბოინგ 737-ით.

Geosky დაარსების დღიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე სატვირთო და სამგზავრო-საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მიმართულებით.

Geosky არის საქართველოში სატვირთო მიმართულებით დარგის ლიდერი ავიაკომპანია და ავიატორთა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

3 December, 2024
ბრუცელოზი საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა ცხოველიდან

ბრუცელოზი საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა ცხოველიდან

დეკემბერი 3, 2024
რა არის ცნობილი 22 წლის ბიჭზე, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა

რა არის ცნობილი 22 წლის ბიჭზე, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

დეკემბერი 3, 2024
ეს წესი უნდა გახსოვდეთ – რატომ არ შეიძლება ახალშობილის კოცნა

ეს წესი უნდა გახსოვდეთ – რატომ არ შეიძლება ახალშობილის კოცნა

3 დეკემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

დეკემბერი 2, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

3 დეკემბერი 2024
სამგორი – ისტორია და განვითარება

სამგორი – ისტორია და განვითარება

დეკემბერი 3, 2024
საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები