შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ აფასებს, გიორგი ფხაკაძე შეზღუდვების შემსუბუქებას- „სიტყვებიც არ მყოფნის,-ფრთხილად იყავით!“

როგორ აფასებს, გიორგი ფხაკაძე შეზღუდვების შემსუბუქებას- „სიტყვებიც არ მყოფნის,-ფრთხილად იყავით!“

26/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნა.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში შეზღუდვები მოიხსნას ეხმაურება:


„სიტყვებიც არ მყოფნის, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, რაც საქართველოში ხდება. მთავრობის გადაწყვეტილება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, -არც სამედიცინო, არც ეპიდემიოლოგიურ, არც სამეცნიერო კუთხით. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რაც საქართველოში ხდება. ეპიდემია იმართება პოლიტიკოსების მიერ. -წერტილი.

მოკლევადიანი შედეგი დაინახეს და შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღეს . ნურავის ჰგონია, – საქართველო არის განსხვავებული ქვეყანა, ვირუსი საქართველოს გვერდს აუვლის და საქართველო იქნება ოაზისი.


დიახ, საქართველო იყო ოაზისი ზაფხულში. გავიხსენოთ, რა მოხდა ნოემბერში. ჩემი მოწოდება, – აპრილისთვის უნდა ვიყოთ მზად, რათა , რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული, გვყავდეს, უგულვებელყოფილია. შესაძლებელია, აპრილში იყოს მესამე ტალღა, ამისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება. რა გადაწყვეტილებაც მთავრობამ მიიღო, ძალიან დიდი ჯვარია დასმული, უკვე შეიძლება ითქვას, – ყველაფერი განმეორდება აპრილში“.


მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს მთავრობა, რომელმაც შეზღუდვების ამ დონეზე შემსუბუქების გადაწყვეტილება აქვს მიღებული.


„მსოფლიოში არ არსებობს მთავრობა, რომელმაც შეზღუდვების ამ დონეზე შემსუბუქების გადაწყვეტილება აქვს მიღებული, წარმოიდგინეთ, -არც ვაქცინაცია არ დაწყებულა. მე არ ვსაუბრობ ბელარუსიაზე, ჩვენთან საქართველოში იყენებენ ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეას მაგალითებს. ვიღაც ამბობს, -ბელარუსიაში ხომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ, ბელარუსში სტატისტიკა გვაქვს? იქ ოფიციალურად დიქტატურაა, ვისაც დიქტატურის დროს არ უცხოვრია, შევახსენებ, -პირველი, რაც ასეთ შემთხვევაში ხდება, არის სტატისტიკებით თამაში.


გაგიჟებული ვიყავი, როდესაც გავიგე, – სკოლები გახსნეს სრულიად მოულოდნელად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, – პირბადე უნდა ატარონ ხუთი წლიდან და არა დოლბანდებით. მიკვირს,- ის მინისტრები კიდევ არსებობენ, ვინც დოლბანდები საქართველოში ჩამოიტანა. პროფესიონალიზმი აღარ არსებობს. ყველგან არის პოლიტიკა. როგორ შეიძლება, ყველაფერში არაპროფესიონალიზმი?


საქართველოში, ჯანდაცვის საკითხებში მრჩეველი რომ ვყოფილიყავიდა ეს გადაწყვეტილება მიეღო პრემიერს, გადავდგებოდი დაკავებული თანამდებობიდან. გასაგებია, – პრემიერი არ არის ეპიდემიოლოგი. არის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი, რომლებიც რეკომენდაციას აძლევენ მას. მათ თუ მისცეს რეკომენდაცია,- არ მოხსნილიყო შეზღუდვები, პრემიერ-მინისტრმა არ დაუჯერა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილას, -გადავდგებოდი, ამით ვაჩვენებდი, – წინააღმდეგობას ვუწევდი, რესკონფერენციასაც გავმართავდი, ამბავს ავტეხდი, – ეს არის გენოციდი. შოკში ვარ, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მოვისმინე. ისინი კიდევ თანამდებობაზე არიან, ეს ნიშნავს, რომ არიან კომუნისტური ეპიდემიოლოგები, რომლებიც კი არ აქვეყნებენ, ხატავენ სტატისტიკას. ამ დახატული სტატისტიკის საფუძველზე იმართება ქვეყანა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ცუდად განვითარდება მოვლენები. -ფრთხილად იყავით!


რასაც ვამობდი, -არ გამართლდა?! მეჩხუბებოდნენ, მეუბნებოდნენ, -პროვოკატორი ხარო. ზოგმა „ნაციონალად“ „მომნათლა“. არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვარ, უბრალოდ ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი და ვამბობ. მე საფრანგეთში ძალიან კარგად ვარ. ყველა მხარეს დაპირისპირებაა, რეალურ საქმეზე არავინ ლაპარაკობს. არც ოპოზიცია. ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ქვეყანას ძალიან ცუდად დაუჯდება“, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.



საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმის თანახმად:

1. სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;
2. სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან;
3. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;
4. რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;
5. ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;
6. კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან;
7. სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან;
8. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
9. უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;
10. სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;
11. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ელი მარტიდან;
12. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ელი აპრილიდან;
13. არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;
14. საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ელი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.


ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში – საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ წერს:


„ქვეყნის სრულმაშტაბიანი გახსნა დაანონსდა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ აღნიშნული ფაქტი რეგულაციების (და არა შეზღუდვების) გამკაცრების და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის სახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენების აცილებლობის წინაშე გვაყენებს.


კვლევებით დადგინდა, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია: რესტორნები, სატრენაჟორო სივრცეები, ბარები და კლუბები, ეკლესიები ან რელიგიური თავყრილობები.


ნაკლები რისკი შემცველია: ოფისები, სალონები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პ.ს. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია და თავისებურება აქვს, ამიტომ ამ მონაცემების სრული ექსტრაპოლირება ჩვენთან 100%-ით ვერ მოხდება, თუმცა ძირითადი საკითხები მუდმივი და უცვლელია.


20 თებერვლის მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებლი 72 და 66% მდე ჩამოვარდა, სამიზნე 95%-ია!” – წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში – საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები