xr:d:DAGBqto7aSI:3,j:1497870920172237293,t:24040618

გიორგი ფხაკაძის ოცნება ახდა – აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა

პროფ. გიორგი ფხაკაძე
საქართველო, თბილისი – 2024 წლის 6 აპრილი 

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე facebook ლაივში ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოში, საბურთალოზე ერთ-ერთ აფთიაქ “ფარმსახლში“, როგორც თავად აღნიშნა, შემთხვევით აღმოაჩინა.

როგორც გაირკვა, პროფესორი ფხაკაძე აფთიაქში D ვიტამინის საყიდლად შევიდა და აღმოაჩინა, რომ ამ აფთიაქს აქვს რობოტული დანადგარი, რომელიც ფარმაცევტის მითითებით თავად არჩევს შესაბამის მედიკამენტს და ფარმაცევტს ადგილზე მისდის სპეციალური მოწყობილობით.

ფხაკაძემ გაიხსენა, რომ მსგავსი ინოვაციური დანადგარი დაახლოებით 2 წლის წინ საფრანგეთში ნახა და მისი ოცნება იყო, ზუსტად ასეთი თანამედროვე ტექნოლოგია საქართველოშიც ენახა… საბურთალოზე მდებარე აფთიაქში შემთხვევითმა აღმოჩენამ პროფესორი განაცვიფრა და მან ემოციები ვერ დაფარა…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

როგორც facebook ლაივში აფთიაქის ფარმაცევტმა განმარტა, ინოვაციური დანადგარი ზოგავს ენერგიას და მაქსიმალური სიზუსტით მუშაობს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ფხაკაძე აცხადებს, რომ სწორედ ეს არის თანამედროვე, ხარისხიანი ჯანდაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი და სურს, რომ მსგავსი რობოტული დანადგარები საქართველოს ყველა აფთიაქში იხილოს.

გიორგი — დეტალები

ფხაკაძის აღფრთოვანება აფთიაქის დიზაინმაც გამოიწვია, რადგან ეკომეგობრულ ინტერიერში, აფთიაქის შუაგულში შენარჩუნებულია ცოცხალი ხე, რაც ეკოლოგიური თვალსაზირისით მნიშვნელოვანი განაცხადია.

როგორც ფარმაცევტმა გიორგი ფხაკაძეს განუცხადა, ინოვაციური რობოტული დანადგარი აფთიაქის ვაკისა და რუსთავის ფილიალებშიც არის.

დანადგარი უზრუნველყოფს მედიკამენტების იდენტიფიცირებას და თაროებზე დასახელების მიხედვით ზუსტ განლაგებასაც – მაქსიმალურად ზოგავს ადამიანური რესურსის ენერგიას და მაქსიმალურად ამცირებს შეცდომის რისკს. 

გიორგი ფხაკაძის ყურადღება აფთიაქში წარმოდგენილმა ფრანგული და სხვა ევროპული წარმოების პროდუქციამაც მიიპყრო. პროფესორის თქმით, ზუსტად ის პროდუქცია იხილა დახლებზე, რაც პარიზში, მის სახლთან მდებარე აფთიაქებშია წარმოდგენილი. “ეს არის ჩემი ოცნება –  საქართველოში ვიხილო თანამედროვე, მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და ჩემი ოცნება ახდა!” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 

- Advertisement -
Ad imageAd image

საფრანგეთი, პარიზი – 2022 წლის 4 ნოემბერი 

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  《შატო ატენი》გთავაზობთ ატენურ ცქრიალა ღვინოს და კოტეჯებს, საოცარი ხედით - შენი დასვენება

შენი დასვენება. (2026). გიორგი ფხაკაძის ოცნება ახდა – აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა. 7 აპრილი, 2026. https://shenidasveneba.ge/გიორგი-ფხაკაძის-ოცნება-ა/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. გიორგი ფხაკაძის ოცნება ახდა – აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network