კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირატომ ემადლიერება ანრი ჯოხაძის ოჯახი გიორგი ფხაკაძეს – ეს ამბავი არავინ იცოდა

რატომ ემადლიერება ანრი ჯოხაძის ოჯახი გიორგი ფხაკაძეს – ეს ამბავი არავინ იცოდა

23/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და მას სხვა ქვეყნების მაგალითს ადარებს, სადაც დასაქმებულებს აუცრელობის შემთხვევაში „უხელფასო შვებულებაში“ უშვებენ. როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, სამწუხაროდ, საქართველოში ყველაზე მეტად ანტივაქსერული განცხადებები სწორედ ექიმებისგან მოდის.


ექიმების პარალელურად, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა საქართველოში, რომელიც ანტივაქსერია.


ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე მომღერალი ანრი ჯოხაძე საჯაროდ ალაპარაკდა და თქვა, რომ რომ არა გიორგი ფხაკაძის მონდომება, დედა აუცრელი დარჩებოდა.

„ფაქტობრივად, ომი გვქონდა სახლში, სირცხვილით ვერ ვამბობდი, რომ დედაჩემი კატეგორიული წინააღმდეგია აცრის. ერთ მომენტში აღმოვაჩინე, რომ ფხაკაძის ლაივებს უყურებდა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარ ოჯახში გიორგი ფხაკაძეს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე მე.

ვიდეოქოლით დარეკა გიორგიმ და ეს გაგიჟდა, ხომ გინახავთ, ვარსკვლავებს რომ ეთაყვანებიან, ასეთი შოუ მოაწყო რუსუდანმა. გიორგიმ პირდაპირ უთხრა, ქალბატონო რომ დაგემართოთ კოვიდი აუცილებლად მოკვდებითო, ოღონდ ეს იყო რუსიკოს შემთხვევაში 100-იანიში გარტყმა, რადგან ზუსტად მისი ენით აუხსნა. მახსოვს, დარეგისტრირებულიც არ ვიყავით, უკვე თმას იღებავდა და ასაცრელად მირბოდა”, – ამბობს ანრი ჯოხაძე.

რუსიკოს თქმით, გიორგი ფხაკაძეში მან გულწრფელობა დაინახა.

„იცით რა, მე რომ ამ საუბარს ვუსმენდი, იმდენი გულწრფელობა დავინახე მასში, მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად კარგი ადამიანია“, – ამბობს რუსუდან ჩხაიძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ratom-emadliereba-anri-jokhadzis-ojakhi-giorgi-fkhakadzes-es-ambavi-aravin-itsoda/


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები