სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი,,მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე” – გიორგი ფხაკაძე

,,მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე” – გიორგი ფხაკაძე

22/07/2021

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს:


,,მივმართავ საქართველოს მთავრობას და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში პანდემიას მართავენ – თქვენ ხართ უმძიმეს სიტუაციაში და სიმართლე გითხრათ, არ მინდა, ვიყო თქვენს მდგომარეობაში. იმდენი შეცდომა დაუშვით, რომ სპეციალურადაც რომ გააკეთო, ამდენ შეცდომას მაინც ვერ დაუშვებ. აგვისტო საქართველოსთვის უმძიმესი იქნება. ასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე დაიკარგება ვირუსის ამ კონკრეტული ტალღის შედეგად.


ერთანეთის ლანძღვის, „გაშავების“, პიარის დრო ახლა ნამდვილად არ არის. ახლა არის ერთადერთი რამის დრო – დავეხმაროთ ერთმანეთს. უკვე აღარაა საუბარი, რა მოხდება 1-2 კვირაში, საუბარია, 1 დღეში, 2-10 საათში რა მოხდება.


კიდევ ერთხელ საჯაროდ ვამბობ – მე ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ჯანდაცვის და სხვადასხვა სამინისტროებს, მაგრამ ეს ქვეყანა ერთია და ეს ქვეყანა არ არის თქვენი, იმისი, ამისი, ჩემი, შენი, ეს ქვეყანა ჩვენია.


მთავრობის გასაგონად – თქვენ ახლა მართავთ ქვეყანას. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, თქვენი თამადობით, რომ არჩევნებს ატარებთ ოქტომბერში. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება წინასაარჩევნო უპირბადო შეხვედრები, მიტინგები, თავყრილობები და, სამწუხაროდ, ეს უფრო გაართულებს ვითარებას.


გავიმეორებ – შეიძლება, ბევრ რამეში არ გეთანხმებოდეთ, მაგრამ ახლა უმთავრესია, ქვეყანას რა სჭირდება – თუ ჩემი პატარა რჩევა ვინმეს დაგჭირდებათ, მე ვარ ღია და უანგაროდ დაგეხმარებით. არ მაინტერესებს არც თქვენი თანამდებობა, არც ხელფასი, არაფერი საერთოდ, ოღონდ ერთი სიცოცხლე მაინც გადავარჩინოთ.


21-ე საუკუნეა, არსებობს ზუმი, ტელეფონი და ა.შ… ახლაც იმდენი ქვეყანის პროექტებში ვარ ჩართული. საქართველოს უანგაროდ დავეხმარები. არც ტენდერია გამოსაცხადებელი და ჩემი საკონსულტაციო თანხებიც დაგეზოგებათ. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს, დაგეხმარებით. დასაკარგი დრო არ არის.


გთხოვთ, პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ. გასაგებია, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, არ გვინდა სახელების დასახელება…იგივე კლინიკურ ჯგუფთან, ვაქცინაციის საბჭოსთან დაკავშირებით მაქვს პრეტენზიები, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დიდი სიამოვნებით უანგაროდ დაგეხმარებით ყველას, არავისი არაფერი მინდა.


საქართველოს მთავრობას ვეტყვი, რომ ბევრი შეცდომა დაუშვით, მაგრამ თქვენ ახლა მართავთ ქვეყანას და თქვენზეა პასუხისმგებლობა. გავიმეორებ – პერსონალურად არავისთან პრობლემა არ მაქვს, ერთადერთო, რაც მინდა, არის ის, რომ ქვეყანა იყოს უფრო ადეკვატურად დალაგებული. უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს.


არ გვინდა ახლა კარგის და ცუდის გარჩევა. არ არის ახლა ამის დრო. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ სიცოცხლეებზე. მეორე დღეა, დღეში 26 ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს ვირუსი. ეს ოფიციალურად, არაოფიციალურზე აღარ ვსაუბრობ.


მე ვიყავი პირველი, ვინც მეოთხე ტალღაზე დავიწყე საუბარი, სამწუხაროა, მაგრამ დაახლოებით 2 კვირაში ჩვენ ნოემბრის ინფიცირების ციფრებს მივუახლოვდებით.


რაც შეეხება ვაქცინაციას – კარგია, რომ ასაკი 16 წლამდე ჩამოსწიეს. მე მაინც რეკომენდაციას გავუწევდი „ფაიზერის“ ასაკის 12 წლამდე ჩამოწევას, როგორც აშშ-ში.


ასევე მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე – როგორც მე გითხაით, ფაიზერი საქართველოში ჩამოვა, მაგრამ არა იმდენი, რომ მთელ მოსახლეობას ეყოს. უნდა ავცრათ 3 მლნ ადამიანი, რომ ვირუსი კი არ გავაჩეროთ, შევაჩეროთ.


ყველა, ვინც გაიკეთეთ ჩინური ვაქცინა, მაგრები ხართ, რადგან აჩვენეთ, რომ რადგან სხვა არჩევანი არ იყო, ეს მაინც გაიკეთეთ.


კი, კვლევებით, ჩინურის 2-3 თვეში ეფექტურობა ვარდება, ამიტომ უნდა ავიღოთ სხვა ქვეყნების მაგალითები. ერთი დოზა ჩინურის შემდეგ უნდა აიცრათ ფაიზერით, თუ ფაიზერი არ არის, მეორე დოზა ისევ ჩინური, მაგრამ მესამე აუცილებლად ფაიზერი.


არ გვინდა ერთმანეთისთვის გადაბრალება იმ ხალხის მხრიდან, ვინც ვაქცინაციის პროცესს მართავს. შექმნილი მძიმე ვითარება ყველას ბრალია, ალბათ, ჩემი ბრალიც არის, რომ კიდევ უფრო მკაცრი არ ვიყავი მოთხოვნებში.


ტელევიზიები. ხალხის ინფორმირებულობის მხრივ, კარგ საქმეს აკეთებთ და ახლა თქვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზეც ვიტყვი – ყოველ 30 წუთში უნდა შეახსენოთ მოსახლეობას პირბადის საჭიროებაზე . დამირეკეთ, როცა გინდათ, ვისაუბროთ, რომ როგორმე ხალხს გავუკეთოთ პირბადე. ვიცი, სიცხეა, მაგრამ რეანიმაციაში წოლას პირბადე ჯობს. თბილისში კლინიკებში რეანიმაციებში ადგილი არ არის.


ვიღაცეები მლანძღავენ, იძახიან, ვინ არის ფხაკაძეო. ჩემს ფეისბუქზე წერია, ვინ ვარ. თუ ესეც არ არის საკმარისი, აკრიფეთ გუგლში, მოძებნით. გიორგი ფხაკაძე არის გიორგი ფხაკაძე. მე არ მაქვს პრეტენზია, ვიყო ან საჯარო მოხელე, ან პოლიტიკოსი, არც ერთი არ მაინტერესებს. ვარ საფრანგეთში ძალიან კარგად, მიყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს საქართველო და დანაშაულია, რომ მიყვარს და გული შემტკივა მასზე?!


ერთიც – ნუ ვატყუებთ ხალხს. დადეს ახლა შრი ლანკის კვლევა, რომელიც 228 ადამიანზეა ჩატარებული, თოთქოს სინოფარმი კარგია და ეს კვლევა დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მიერ. არასწორია, რომ მოსახლეობას აწვდით ტყუილ ინფორმაციას. ხალხს უნდა უთხრათ სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს.


მე ვარ ღია ყველასთვის, სამედიცინო ასოციაციებისთვის,სამინისტროებისთვის, მთავრობისთვის, დაგეხმარებით, ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ, ყველა ჩემს მეგობარს ჩავრთავ.


გიორგი ფხაკაძე არავისიანი არ არის, გიორგი ფხაკაძე არის ქართველი და მინდა, რომ ის, რაც მე შემიძლია, მოვახმარო ქვეყანას.


ახლა არ არის დაპირისპირების დრო. მე თუ ვინმეს გაკრიტიკებთ, იმიტომ, რომ მინდა, უკეთესები იყოთ. არავის წინააღმდეგი არა ვარ, არც თქვენი თანამდებობა მინდა, არც და არც თქვენი ხელფასები.


უნდა ვიყოთ ერთად. ახლა გვინდა ერთობა, უნდა შევუწყოთ ხელი ამ მთავრობას. ისინი ახლა მართავენ ქვეყანას. ოქტომბერში აირჩიეთ, ვინც გინდათ, მაგრამ ოქტომბრამდე რამენაირად ხომ უნდა მივიდეთ?! მოგვწონს, არ მოგვწონს, ვინც ოქტომბრამდე მართავს, მას უნდა დავეხმაროთ. ყველა რესურსი უნდა იყოს გამოყენებული. ახლა ყველაზე ნაკლებად გვინდა პოლარიზაცია, დაპირისპირება


ვირუსის შეჩერება უკვე ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია და ეს ხერხები უნდა გამოვიყენოთ, უნდა ვმართოთ „სმარტ“:


1.სამედიცინო პირბადე ყველგან,


2.არანაირი შეკრებები, მიტინგები და წინასაარჩევნო ღონისძიებები ,


3.ვაქცინაციის სწორი პროგრამა – ეფექტური გამოყენება ჩინური ვაქცინების და ფაიზერის მიქსინგის.


ქვეყანა არ უნდა ჩაიკეტოს, ამას ვერ გაუძლებს საქართველო, წერტილოვნად მარტო ის ადგილები უნდა ჩავკეტოთ, სადაც ვირუსის აფეთქებაა. უნდა იყოს მაქსიმალური ტექსტირება და კარანტინის სისტემა. კიდევ გვაქვს ცოტა დრო, რომ აგვისტო არ იყოს მართლა ჯოჯოხეთი. ჩვენს ხელშია, აგვისტო იქნება რთული თუ ჯოჯოხეთი. თუ ამას არ გავაკეთებთ, იქნება ჯოჯოხეთი. მოუფრთხილდით თავს.


ვფიქრობ რომ სკოლები უნდა იყოს გადატანილი , ვფიქრობდი ოქტომბრადე, მაგრამ ალბათ ჯობია, რომ ნოემბრის დასაწყისამდე. უნდა იყოს საწოლების მობილიზება, ჟანგბადის მომარაგება და სამედიცინო პერსონალის ხელშეწყობა.


საქართველოს მთავრობდან პირადად არავის ვიცნობ, მხოლოდ თეა წულუკიანს ორჯერ შევხვდი ნიუ იორკში გაეროს სათაო ოფისში, როცა ვიყავი გაეროს გენერალირი მდივნის მრჩეველი. სხვა ურთიერთობები მთავრობასთან, მინისტრებთან არ მქონია, სხვებთან არის გარკვეული ურთიერთობები.


ვიმეორებ – მე თქვენი ადგილი არ მჭირდება. მე მინდა, თქვენ გააკეთოთ თქვენი საქმე. ყველას ეშლება, შეცდომა ადამიანურია, მაგრამ შეცდომები უნდა ვაღიაროთ. მაგრამ დღეს შეცდომებზე საუბარი ზედმეტია, აქ საუბარია ადამიანების სოცოცხლის გადარჩენაზე ახლავე, ამ წუთას. ქვეყანა უკვე ჩავარდა უფსკრულში, ახლა საუბარია, როგორ შევაჩეროთვ ეს ვარდნა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული,


უნდა მოხდეს მთელი საზოგადოების მობილიზება, ყველა პოლიტიკური პარტიის. ახლა ხომ გაქვთ არჩევნები, აბა, თქვენ იცით, ხომ შეიძლება, გადადოთ პოლიტიკური მერკანტილური მიზნები და ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად გაერთანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს თქვენი ამომრჩეველი?! ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ საარჩევნო ბიულეტენი?! ხოდა გადაარჩინეთ ეს ხალხი ახლა.


როცა ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციები დგებოდა, ჩვენ ვერთიანდებოდით. მჯერა, ამას ახლაც მივახერხებთ. გადავდოთ უთანხმოებები და ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. ჯანმრთელობა გისურვებთ.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/mosakhleobas-sastsraphod-unda-vuthkhrath-simarthle-giorgi-phkhakadze/



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები