სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი“მოკლევადიანი რეფორმა,1-2 წელიწადში გასაკეთებელი..ვისაც სურვილი გაქვთ, იცით, სადაც ვარ” – ფხაკაძე

“მოკლევადიანი რეფორმა,1-2 წელიწადში გასაკეთებელი..ვისაც სურვილი გაქვთ, იცით, სადაც ვარ” – ფხაკაძე

19/02/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის შეფასებით, ჯანდაცვის სფეროში საქართველოს რადიკალური რეფორმა სჭირდება:


“მოკლევადიანი (1-2 წელიწადში გასაკეთებელი):


1. წამლების ფასების დარეგულირება და ხელმისაწვდომობა (თურქეთის სისტემასთან ინტეგრირება+ საკანონმდებლო ცვლილებები) – “საქართველოში რეგისტრირებული წამალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ ლიცენზირებულ აფთიაქში მაქსიმუმ 24 საათში”


2. სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ფასის ბალანსი (დაწევა). თურქეთთან მოლაპარაკებით. პირობითად, არსებული “200” სამედიცინო სერვისიდან საქართველოში დაფინანსდეს 50 და დანარჩენი ჩარჩო ხელშეკრულებით ტრანსფერი გაკეთდეს თურქეთში (რეალობაში ასეა, ოღონდ მოსახლეობას 5-ჯერ უფრო მეტი უჯდება). დროთა განმავლობაში სერვისების გაზრდა საქართველოში (სავარაუდოდ, 5-10 სერვისი წელიწადში).


3. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის გაძლიერება და საბოლოოდ 90% სახელმწიფოს შიდა დაფინანსება უნდა იყოს მხოლოდ ჰოლდინგზე. შეიქმნას 5 რეგიონული და თბილიში 2 რეფერალური მულტიპრიფილური საავადმყოფო.


4. პატარა საავადმყოფოების (რეგიონული საავადმყოფოები 50 საწოლზე ქვემოთ) გადაუდებელ მიმღებებად და ამბულატორიებად გარდაუმნას (ასე არის ახლაც). სასწრაფო დახმარების სამსახური და “რეანიმობილების” სერვისი უნდა გაერთიანდეს ერთ სამსახურად და იყოს სახელმწიფო სერვისი.


5. სამედიცინო ხარისხი “გადაეცეს” დამოუკიდებელი აკრედიტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას (ჯერ უცხოურს და შემდგომში ჩამოყალიბდეს ქართული) “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ქართული მოდელი იდეალურად გამოდგება. სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ აკრედიტებულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს.


6. უწყვეტი სამედიცინო განათლების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობა (მინისტრის არსებული ბრძანება ხელს უშლის ამ პროცესს) და სამედიცინო ასოციაციების წამოწევა (მათ უნდა ჩაატარონ ტრეინინგები. მათი კრედიტ ქულები უნდა იყოს აღიარებული). ყველა ექიმმა წელიწადში უნდა გაიაროს მინიმუმ 50, ექთანმა კი მინიმუმ 25 უწყვეტი სამედიცინო განათლების საათი.


7. შიდა ჰოსპიტალური ინფექციის “დეკრიმინალიზაცია “ და მართვა სამედიცინო / ეპიდემიოლოგიური მეთოდებით. მაგალითად, დაწესდეს “მისაღები ზღვარი 15%” და მუშაობა მიმდინარეობდეს იმ მიმართულებით, რომ ეს ზღვარი შემცირდეს/გაუმჯობესდეს.


8. გადასვლა სავალდებულო, პაციენტის ერთიან ელექტრონულ ბარათზე, რომელიც მიბმული იქნება პირადობაზე. ამ ბარათში უნდა იყოს ყველა რეცეპტი, დიაგნოსტიკის პასუხები, დიაგნოზი, მკურნალობის დინამიკა და ასე შემდეგ.


ბარათი უნდა იყოს ასევე მობილურ აპლიკაციაში და ხელმისაწვდომი საქართველოში და საზღვარგარეთ. ამით ჩვენი ემიგრანტები შეძლებენ, მიიღონ დამატებითი სერვისები დისტანციურად საქართველოს ფასებში. ასევე პაციენტის მონაცემები აღარ დაიკარგება “ინდივიდუალურ” ლაბოლატორიაში ან სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე ეს სისტემა “ჩაკეტავს” არასაჭირო სამედიცინო დანიშნულებებს (დღეს სამედიცინო დანიშნულებების დაახლოებით 70% არის არასაჭირო და მძიმე ფინანსური ტვირთია მოსახლეობისთვის).


9. გადასვლა ერთიან ელექტრონულ ჯანდაცვაზე (HIMS). ამით შემცირდება სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, გაუმჯობესდება ხარისხი და ეფექტური დახმარების იარაღი იქნება ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროებისთვის. “ექსელის” ფაილების ამოღება დაგვეხმარება მანიპულაციებისა და შეცდომების თავიდან აცილებაში.


10. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე სამინისტრო ისევე, როგორც მოხდა განათლების სამინისტროს გამოყოფა. შრომა და დასაქმება კი ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს.


ამ ნაბიჯების ეფექტური, მდგრადი დანერგვა დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში.


ეს შესაძლებელია!


სურვილი არის?


ვისაც სურვილი გაქვთ, იცით, სადაც ვარ”, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/moklevadiani-rephorma-1-2-tselitsadshi-gasakethebeli-visats-survili-gaqvth-itsith-sadats-var-phkhakadze/


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები