პარასკევი, აპრილი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„მარტო ვაქცინაზე არ არის ლაპარაკი, მოსახლეობას ნდობა არავისი აქვს ან ვის უნდა...

„მარტო ვაქცინაზე არ არის ლაპარაკი, მოსახლეობას ნდობა არავისი აქვს ან ვის უნდა ენდო…“

19/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა არის თუ არა კამ­პა­ნი­უ­რი და მარ­თუ­ლი?
– ეს უფრო კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სია. ერთი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კამ­პა­ნია რუ­სე­თი­დან და ჩი­ნე­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ვინც ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია. რუ­სე­თი ახ­ლაც აგ­რძე­ლებს და ლა­პა­რა­კობს, რომ “სპუტ­ნი­კი“ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნაა და მისი დაც­ვის ხა­რის­ხი თურ­მე 93%-ს აღ­წევს. სხვა­თა შო­რის, “ფა­ი­ზე­რის“ და “ას­ტრაზე­ნე­კას“ ყვე­ლა­ზე დიდი ან­ტი­რეკ­ლა­მა ამ ქვეყ­ნი­დან მო­დი­ო­და, – შე­ხე­დეთ, და­სავ­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა ცუ­დია და ჩვე­ნი კარ­გი­აო. თვი­თონ რუ­სე­მარ­ტო ვაქ­ცი­ნა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, მო­სახ­ლე­ო­ბას ნდო­ბა არა­ვი­სი აქვს ან ვის უნდა ენდო, ვინ არის ქვე­ყა­ნა­შითი­ვე და­ზა­რალ­და, პრო­ცეს­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­ით­რი­ეს, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად ამ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ. რო­გორც თა­ვის დრო­ზე შე­ვარ­დნა­ძე ეუბ­ნე­ბო­და რუ­სებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი ბუ­მე­რან­გი­ვით და­გიბ­რუნ­დე­ბა­თო, ზუს­ტად ასე და­ე­მარ­თათ, უკან და­უბ­რუნ­დათ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში და­ი­წყეს, რათა თა­ვი­სი ვაქ­ცი­ნა პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ჩა­უ­ვარ­დათ ეს წა­მო­წყე­ბა…“


მისი თქმით, ჩი­ნე­თიც იმა­ვეს აკე­თებ­და და ახ­ლაც ცდი­ლობს, რომ გა­ავ­რცე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, სა­კუ­თა­რი ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე, სხვე­ბი კი აძა­გოს… ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი ცდი­ლო­ბენ გავ­ლე­ნის ქვეშ მო­იქ­ცი­ონ ქვეყ­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რი­თაც ყვე­ლას­თვის ცუდ საქ­მეს აკე­თე­ბენ.


„გარ­და ამი­სა, არი­ან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი, ცნო­ბი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 28 ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში, ვინც ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რია. მათ სექ­ტან­ტებს ვუ­წო­დებ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის შიშ­ზე დიდი ფული იშო­ვონ. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა საქ­მე. იგი­ვე ქალ­ბა­ტო­ნი თინა თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რია, სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვის ბა­ლახს ყი­დის. აკე­თებს რეკ­ლა­მას, – აი, მე მაქვს წა­მა­ლი, რო­მე­ლიც კო­რო­ნას წი­ნა­აღ­მდეგ და­გეხ­მა­რე­ბა­თო. ზო­გი­ერ­თი ლაივ-ჩარ­თვებს აკე­თებს, ლა­ი­ქე­ბი სურს, მერე ამას სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ზე ყი­დის. ამა­საც ხში­რად პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


„არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­ბეჭ­და, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი მი­ლი­არ­დზე მეტ მო­გე­ბას ნა­ხუ­ლო­ბენ თვე­ში მარ­ტო რეკ­ლა­მე­ბით; აგ­რო­ვე­ბენ აუ­დი­ტო­რი­ას და ლა­ი­ქებს, რეკ­ლა­მას ყი­დი­ან. ანუ ცდი­ლო­ბენ ფული იშო­ვონ, მეტი არა­ფე­რი ადარ­დებთ.
ასე­ვე, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გულ­წრფე­ლად შე­ში­ნე­ბუ­ლი, დაბ­ნე­უ­ლი არი­ან და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეც და­ბა­ლია. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს რე­ლი­გი­უ­რი ან სა­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფიც კი მა­ნი­პუ­ლი­რებს, რომ სამ­ყა­რო­ში ბოლო ჟამი დგას, ვაქ­ცი­ნა ეშ­მა­კი­სე­უ­ლია და ა.შ. სხვა­თა შო­რის, დიდი რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც კი ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა არ არ­სე­ბობს. მერე რომ და­ე­მარ­თე­ბათ, თურ­მე არ­სე­ბობს… სამ­წუ­ხა­როდ, ეს ტენ­დენ­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­შია და სა­ქარ­თვე­ლოც ამის ნა­წი­ლია.
– რუ­სეთ­მა “სპუტ­ნი­კით“ რა შე­დე­გე­ბი მი­ი­ღო და მისი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი სა­დამ­დე მი­ვი­და?
– “სპუტ­ნი­კის“ ავ­ტო­რი­ზა­ცია არის იქ, სა­დაც ერთი წლის წინ იყო, ანუ არ­სად… ჩი­ნე­ლე­ბიც კი უფრო ჭკვი­ა­ნუ­რად მო­იქ­ცნენ. რუ­სებ­მა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნეს და თქვენ უნდა ნა­ხოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი. რე­ა­ლუ­რად, მთე­ლი ეტა­პე­ბია გა­სავ­ლე­ლი, ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და ა.შ. ცალ­კე თე­მაა, სად არის წარ­მო­ე­ბუ­ლი, რო­გო­რია ეს ხა­რის­ხი, უსაფრ­თხო­ე­ბა და ა.შ. მწარ­მო­ებ­ლის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტიც ვერ გა­და­ლა­ხეს, ანუ მარ­ტივ ენა­ზე რომ აგიხ­სნათ, ჩვენ­ში სა­ხალ­ხო კონ­ტრო­ლის ქალ­ბა­ტო­ნი რეს­ტორ­ნებ­ში რომ და­დის და ვირ­თხებს ეძებს, აქაც ზუს­ტად ასეა, ჯან­მო სა­ნამ ვაქ­ცი­ნამ­დე მივა, ჯერ მი­დის ქარ­ხა­ნა­ში და ამოწ­მებს, იქ “ვირ­თხე­ბი ხომ არ დარ­ბი­ან”. რუ­სებ­მა ეს სტან­დარ­ტიც ვერ გა­და­ლა­ხეს.
სა­ბო­ლო ჯამ­ში, რაც უნდა ვატ­რი­ა­ლოთ, დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ორი ვაქ­ცი­ნაა – “ფა­ი­ზე­რი” და “მო­დერ­ნა”.
– ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რულ გან­წყო­ბებს კი­დევ რა კვე­ბავს, თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით?
– აქ მარ­ტო ვაქ­ცი­ნა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, მო­სახ­ლე­ო­ბას ნდო­ბა არა­ვი­სი აქვს ან ვის უნდა ენდო, ვინ არის ქვე­ყა­ნა­ში პი­როვ­ნე­ბა ან ორ­გა­ნი­ზა­ცია, ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მელ­საც ვენ­დო­ბით? ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბას ისიც კვე­ბავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა აღარ ენ­დო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, ვი­საც ეს ვაქ­ცი­ნე­ბი შე­მო­აქვს.
– ამ რე­ა­ლო­ბა­ში გა­მო­სა­ვა­ლი სად არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი აც­რის გა­რე­შე არ დარ­ჩნენ და ამ კა­ტას­ტრო­ფას ნელ-ნელა თავი და­ვაღ­წი­ოთ?
– ჩვენ კა­ტას­ტრო­ფას თავს ვე­ღარ და­ვაღ­წევთ, სამ­წუ­ხა­როდ, და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. ამას კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბი ემა­ტე­ბა, მე­ო­რე კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც მო­დის. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნოა და არა ის, რაც ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, ქვე­ყა­ნა პირ­ველ ივ­ლისს ჩა­სა­კე­ტი იყო, არა­ვინ ჩა­კე­ტა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა სულ სხვაგ­ვა­რად იყო ასა­წყო­ბი.
ჩვენ­თან ახლა ის სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც ბრა­ზი­ლი­ა­ში ხდე­ბო­და პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს. როცა პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობ­და, მე ბიზ­ნე­სი მირ­ჩევ­ნია და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­სო. და­გა­ვი­წყდათ რაც იყო ბრა­ზი­ლი­ა­ში? სხვა­თა შო­რის, ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მი ამი­ტომ წა­მო­ვი­და. ჩვენ ისე გა­ვა­კე­თებთ, მალე ალ­ბათ ქარ­თუ­ლი შტა­მი გვექ­ნე­ბა. რა დრო­ის კონ­ცერ­ტე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბია. მი­ხა­რია ოლიმ­პი­ე­ლებ­მა რომ გა­ი­მარ­ჯვეს, მაგ­რამ ბო­დი­ში, ამ პან­დე­მი­ის დროს მსგავ­სის ჩა­ტა­რე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყო?
სრულად ნახეთ აქ:
https://www.ambebi.ge/…/264032-rusuli…/…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

9 April, 2025
„სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი“-ხათუნა ცქიტიშვილი

„სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი“-ხათუნა ცქიტიშვილი

აპრილი 10, 2025
არ გიმართლებს? იქნებ მიზეზი შენს სახლშია – ნახე, როგორ დგას სარკე!

არ გიმართლებს? იქნებ მიზეზი შენს სახლშია – ნახე, როგორ დგას სარკე!

11 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები