„ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო
რეგულაციები სავალდებულოა
საერთაშორისო აკრედიტაცია სავალდებულოა
აკრედიტაცია კანადა უკვე ეხმარება საქართველოში 14 სამედიცინო დაწესებულებას თბილისში და ბათუმში, რომ გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია.
ჩვენმა 12-მა ადგილობრივმა ექსპერტმა (ყველა ექიმი) გაიარეს 6-თვიანი ინტენსიური ტრეინინგები საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა დაეხმარონ ქართულ კლინიკებს, მოემზადონ საერთაშორისო აკრედიტაციისთვის.
18 სექტემბერს 17:00-19:00 საათამდე მექნება შეხვედრა ბათუმში მსურველ კლინიკებთან.“
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.
აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.
ახალი რეგულაციები კლინიკებისთვის