სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგიორგი გახარიამ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტიანობა

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტიანობა

10.12.2020 ImediNews

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტიანობა განიხილა


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე საქართველოში მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტიანობა და მსოფლიოში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა მთავრობის მეთაურს გაუზიარეს შეზღუდვებისა და ეპიდვითარების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული ვითარება, სადაც საქმიანობენ. ამასთან, სფეროს ექსპერტების შეფასებით, პირველადი მონაცემებით შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე აჩვენა გარკვეული პოზიტიური დინამიკა ქვეყანაში მობილობის დაწევის თვალსაზრისით, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურ რეჟიმში მთავრობამ წამოიწყო ინტენსიური ტესტირების პროგრამა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და ფრთხილად, ეპიდვითარების ანალიზის შედეგად განხორციელდეს, ვინაიდან მობილობის სწრაფი ზრდა მაღალი რისკის შემცველია.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად გაკეთდება ეპიდსიტუაციის, ინტენსიური ტესტირების მიმდინარეობის და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასება, რის მიხედვითაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისათვის ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 000 ტესტი კეთდება, ხოლო იმართება ინფიცირების 27 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა, მათ შორის, კლინიკურ სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები.

ამასთან, სფეროს ექსპერტების შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების კონტროლს, მათ შორის, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 65 %-მდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა ატაროს პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ქვეყანას ინფიცირების რაოდენობის შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას მეტ თავისუფლებას მისცემს. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიზნით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ. მათივე შეფასებით, ვითარების შემდგომი სტაბილიზაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწესებული შეზღუდვებითა და ინტენსიური ტესტირებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად გატარებული ღონისძიებები იყოს ეფექტიანი ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში – პაატა იმნაძე, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე, შვეიცარიიდან – გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ესტონეთიდან – ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, აშშ-დან – მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული და სიეტლში მოღვაწე ექიმი, ბავშვთა რეანიმატოლოგი ომარ ჩიქოვანი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/176290/giorgi-gakhariam-jandatsvis-eqspertebtan-shezgudvebisa-da-intensiuri-testirebis-programis-epeqtianoba-ganikhila

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები