სამშაბათი, აპრილი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგანისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების არაკეთილსინდისიერი, არაეთიკური თუ უკანონო საქმიანობის კონტროლ

განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების არაკეთილსინდისიერი, არაეთიკური თუ უკანონო საქმიანობის კონტროლ

14/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.


სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ დაურეგულირებელი იყო სფერო, არ გვქონდა მიდევნების საშუალება, სად მიდიოდნენ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, იკვეთებოდა ტრეფიკინგის რისკებიც. აქედან გამომდინარე, მედიცინით დახმარებით რეპროდუქციის საკითხები და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი“, -აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, მზარდია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინის დახმარებას საჭიროებენ. შესაბამისად მნიშვნელოვანია დარგში არსებული მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ასევე ბენეფიციარების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. მისივე თქმით, განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების არაკეთილსინდისიერი, არაეთიკური თუ უკანონო საქმიანობის კონტროლის მექანიზმები.


„აღნიშნული დაკავშირებულია სხვადასხვა არაეთიკურ და ძალიან ცუდ პრაქტიკასთან. ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული და ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა. მაგ: ბავშვების ვაჭრობასთან დაკავშირებით, შეიძლება ყოფილიყო სამწუხარო ფაქტები, არ მინდა ახლა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, ასევე ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. დაურეგულირებელ ბაზარს თან ახლდა ბევრი მიუღებელი და არაეთიკური ფორმები. ახლა მკაფიოდ გვაქვს ჩანაწერი და ეს შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


მინისტრის თქმით, იმის გამო, რომ საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული ქსოვილების/უჯრედების დონაციის და ასევე სუროგაციის უანგაროდ გაწევის პრინციპი, სფეროში კომერციული ინტერესები მაღალია.


„მნიშვნელოვანია, რაც ამ კანონით რეგულირდება – უანგარობის პრინციპი. თუნდაც ის საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და შეეძლება მიიღოს მხოლოდ ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებულ უხერხულობას ახლავს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს ან მერე მშობიარობას და ამ ხარჯებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, როგორც სუროგაციის გზით, ისე ინვიტრო განაყოფიერებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები.


გამომდინარე იქიდან, რომ დაურეგულირებელი იყო სფერო, არ არსებობდა მიდევნების საშუალება სად მიდიოდნენ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, იკვეთებოდა ტრეფიკინგის რისკებიც. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, ხდება ყველა შესაძლო დანაშაულის გადაზღვევა, რაც შესაძლოა პროცესს თან ახლდეს.


პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მოიცავს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხზე რეკლამის აკრძალვასაც.


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდა მნიშვნელოვანია მოხდეს დროულად, რადგან ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე ვერცერთი რეფორმა ვერ იქნება ეფექტური, თუ არ გვექნება მათი აღსრულების ოპერატიული მექანიზმები.


როგორც სამინისტროში განმარტავენ, „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.


12 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ინიციატივას გამოთქვამს, სუროგაციის რეგულირება გამკაცრდეს, რადგან, მისი თქმით, ეს საკითხი „საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს“ და უკავშირდება ქვეყნის იმიჯსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.


ღარიბაშვილის თქმით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სუროგაციის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები