13/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„სამწუხარო ამბავია, ინდოეთში არის იშვიათი დაავადება, რომელიც ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია. იმედია, ჩვენამდე ეს დაავადება არ მოაღწევს. ინდოეთში არ არის მარტო ერთი შტამი. ინდოეთის ჩრდილოეთით არის ბრიტანული შტამი, სამხრეთში არის ეს ახალი შტამი, რომელზეც ჯანმომ გამოაცხადა, რომ არის საშიში. ინდოეთში არის კიდევ სხვა პატარა შტამები. რაც უფრო ბევრ ადამიანში ვრცელდება, მით უფრო დიდია შანსი, მუტაცია იქნება…“
მისი თქმით, ინდოეთის სხვადასხვა შტატი აგზავნის სიგნალებს.
„პოლიტიკოსები როცა ერევიან სამედიცინო საქმეში, ყოველთვის არის პრობლემა. ჩინეთში, უჰანში რომ მოხდა ეპიდემიის აფეთქება, პირველი რაც გააკეთეს, ექიმები „ჩაახრჩვეს“, დაიჭირეს და შემდეგ ის ექიმები გარდაიცვალნენ. ასეთი სიტუაციია ახლა ანდრაპატეში, იქ ექიმებმა თქვეს, რომ იყო ახალი შტამები, 15-ჯერ უფრო საშიში, ვიდრე არსებული ინდური შტამი. ინდოეთის მთავრობა ძალიან შეშინებულია, ამ ექიმების რეპრესიები დაიწყო, რომ ეს იყო დეზინფორმაცია. სხვადასხვა შტატებში ექიმები უკვე ამაზე საუბრობენ.
ყველანაირი გზით უნდა დავახრჩოთ ეს ვირუსი. ინდოეთს სილიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ ინდური შტამი მარტო ინდოეთში არ არის, ინდური შტამი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია.
ვისწავლეთ, რომ მარტო ჩაკეტვები არ შველის ამ ვირუსს. უნდა იყოს „ჭკვიანი ჩაკეტვა“ და „ჭკვიანი გაღება“. უნდა გათვალო, რა სეგმენტი შეიძლება იყოს გახსნილი დარა სეგმენტი არ შეიძლება იყოს გახსნილი…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе