#image_title

Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პროფ. გიორგი ფხაკაძე

„10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, – ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა. სტატიასთან დაკავშირებით ინფორმაციას და თარგმანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რატომაც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.

მისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და ამავდროულად ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით “, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 158 გვერდიან გამოცემაში, საქართველოს დედაქალაქს ჟურნალის დასაწყისში, 3 გვერდიანი სტატია ეთმობა და მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა 8 ათას წელს ითვლის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

easyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევასა და მილანის მიმართულებით ჯამურად კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს.

#drpkhakadze #აქხარისხია

იხილეთ ასევე

READ  24-25 თებერვალს მესტიაში „გემო ფესტი“ გაიმართება
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს. 14 თებერვალი, 2025. https://shenidasveneba.ge/easyjet-traveller-თბილისის-შესახებ-სტატი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/easyjet-traveller-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:

© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network