xr:d:DAGB0EEP1sk:15,j:5408121465784082257,t:24040809

„საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

პროფ. გიორგი ფხაკაძე

„საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ქართული მინერალური წყალი „მიტარბი“ მოიპოვება ბუნებრივად, წყაროზე და ჭაბურღილის მეშვეობით. ეს არის ნახშირმჟავა-მინერალური წყლის საბადო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდ. მიტარბულას ხეობაში, ზღვის დონიდან 1322,2 მეტრზე. წყლის საბადო განლაგებულია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის წყალნარევიანი ოლქის ფარგლებში, მას ერევა ნაპრალურ-კარსტული წყლები თრიალეთის ქედიდან და, საერთო ჯამში, ვიღებთ საბადოთა მეორე ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთული ჰიდროგეოლოგიური პირობები.

ქიმიური ანალიზების მონაცემებით, №18 ჭაბურღილის მინერალური წყალი ხასიათდება როგორც ნახშირორჟანგიანი, კაჟმჟავიანი, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმ-კალციუმიანი წყალი. მისი საერთო მინერალიზაცია მერყეობს 2,0-დან 2,5 გ/ლ-ს ფარგლებში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საქპატენტი — დეტალები

წყლის ტემპერატურა დაახლოებით 21 გრადუსია. სტრუქტურით გამჭვირვალეა, უფერო, უსუნო, არ ახასიათებს მექანიკური და სხვა მინარევები, არის ბაქტერიოლოგიურად სუფთა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მინერალური წყალი „მიტარბი“ არის სამკურნალო, სუფრის წყალი. მისი სამკურნალო თვისებები განისაზღვრა წყლის შემცველობის კვლევის შედეგად. „მიტარბის“ მიღება მიზანშეწონილია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროს.

ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2014 წლის 12 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“,- აცხადებენ საქპატენტში

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). „საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს. 8 აპრილი, 2026. https://shenidasveneba.ge/საქპატენტი-ადგილწარმო/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. „საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  ბაგრატის ტაძარი - საქართველოს სულიერი საგანძური
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network