ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჩვენ უნდა გავხსნათ ქვეყანა, ბიზნესი და ტურისტული სეზონი, მაგრამ მოვემზადოთ - გიორგი...

ჩვენ უნდა გავხსნათ ქვეყანა, ბიზნესი და ტურისტული სეზონი, მაგრამ მოვემზადოთ – გიორგი ფხაკაძე

06.05.2021 ajaratv.ge


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად ქვეყანა, ბიზნესი და ტურისტული სეზონი უნდა გაიხსნას. ამისთვის კი სექტორი წინასწარ უნდა მოემზადოს.

გიორგი ფხაკაძის თქმით, აქვს რამდენიმე ახალი ინიციატივა, რომელსაც საქართველოში არსებულ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთია ტურისტული სექტორის აკრედიტაცია. ეს არის კოვიდსერთიფიცირებული ტრანსპორტი და გიდები, ასევე კოვიდუსაფრთხო რესტორნები და სასტუმროები. ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტს უსაფრთხო მომსახურების პაკეტი უნდა შევთავაზოთ.

”მოდით ვირუსს შევხედოთ თვალებში, ვაღიაროთ რომ ის ჩვენს ქვეყანაშია და კიდევ იქნება. შეშინებულები კი არ ვიყოთ, არამედ შეიარაღებულებმა ვებრძოლოთ. არ ვიყოთ სირაქლემას პოზიციაში, რომ ჩვენ ეს არ შეგვეხება. თუ გვინდა, რომ წავიდეთ წინ და ეკონომიკა გავზარდოთ, თუ გვინდა, რომ ადამიანურად ვიცხოვროთ, დავიბრუნოთ ბიზნესი და იყოს უსაფრთხო გარემო, უნდა ვაღიაროთ, რომ ვირუსი არსებობს და ვიცხოვროთ მასთან ერთად. ვისწავლოთ როგორ დავიცვათ თავი, ოჯახი, ჩვენი ქვეყანა და ტურისტები. თუ ჩვენ ამისი შეგრძნება, გვექნება წინ წავალთ.

თუ გვექნება შეგრძნება, რომ დავიკეტებით-გავიხსნებით და ასე დაუსრულებლად, არაფერი შეიცვლება. წელიწადნახევარი გავიდა და დავინახეთ, რომ ეს არ მუშაობს. რა ვქნათ ჩავიკეტოთ? ეს არ არის გამოსავალი.

საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციასთან ერთად დავიწყეთ პროექტი, რამდენიმე დღეში გვექნება პირველი ტრენინგი. აჭარის რეგიონისთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება. იგეგმება გიდების სერთიფიცირება, მათ ეცოდინებათ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ თვითონ არ დაინფიცირდნენ და ტურისტებსაც არ გადასდონ ვირუსი” – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას გიორგი ფხაკაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ვაქცინაცია ტურიზმისა და ქვეყნის გახსნის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა პირბადის ტარება მაინც დაგვჭირდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ტურისტულ ორგანიზაციებში, რესტორნებსა და სასტუმროებში დასაქმებულების ვაქცინაცია იწყება.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://ajaratv.ge/article/76116

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები