კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ახალი შტამების წინააღმდეგ. მილიარდებია ჩაყრილი“- გიორგი ფხაკაძე

„არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ახალი შტამების წინააღმდეგ. მილიარდებია ჩაყრილი“- გიორგი ფხაკაძე

23/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის საკითხებზე და ვაქცინაციაზე გვესაუბრა:
„ჩამოიტანეს ნაგავი ჩინური ვაქცინა, რომელიც ბრიტანულ შტამზე არ მუშაობს, საქართველოში უკვე 80%-ზე მეტი ბრიტანული შატმის გავრცელებაა, 3-4 კვირაში კი ქვეყანაში მხოლოდ ბრიტანული შტამის ცირკულირება იქნება;
მსოფლიოში არის სამი ძალიან საშიში – სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი, რომელთა წინააღმდეგ არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს.
ეს არის გიორგი ფხაკაძის რეფერენსი – ასე ჩაწერეთ! პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე!
ხუთი დღეა, დეპრესიაში ვარ, ისეთი ინფორმაციები მოდის, არ მინდოდა ლაპარაკი. გინდათ სიმართლე? ეს არის სიმართლე:
„დარხეული გვაქვს ყველას“, მთელ მსოფლიოს. ბოდიში ამ გამოთქმისთვის, არც ერთი ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, უკვე ვერ გვიშველის. ყველა ვაქცინა მუშაობს ვუხანის ვირუსის წინააღმდეგ და მეტნაკლებად ბრიტანული შტამის წინააღმდეგ.
ისრაელში ჩატარდა კვლევა, – ყველა ბრაზილიური შტამით არის რეინფიცირებული,, ანუ ვერც ფაიზერიც ვერ მუშაობს ამ შტამზე.
თუ ქვეყანაში გინდათ ვაქცინაციის გაკეთება, ჯერ ჩამოიტანეთ ვაქცინა, – 3 მილიონი ვაქცინაა მინიმუმ საჭირო. თუ გვინდა, რომ საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის ანუ 18 წელზე ზევით მოსახლეობის 70% თუ გვინდა, იყოს დაცული, ამისთვის მოსახლეობის 90% უნდა ავცრათ. 2-3 თვეში უნდა გააკეთოთ სრულად მიყოლებით. დაიწყე, გააკეთე, დაამთავრე. ეს არის მათემატიკა და მეცნიერება. ეს არის ეპიდემიოლოგია! ნუ თამაშობთ ვაქცინობანას ქვეყანაში! 10 0000 და 20 0000 და თუნდაც 10 000 100 000 ვაქცინის ჩამოტანა არის თვალებში ნაცრის შეყრა!
იცით, რომ ვაქცინაციის შემდეგ 6 თვის შემდეგ ისევ ხელახლა არის გასაკეთებელი ერთი ნემსის ანუ მესამე დოზაა საჭირო. ფაიზერი მაგალითად.
უბედურება ისაა, რომ ეს ახალი შტამები მოდის, უკვე თურქეთში არის დაფიქსირებული ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამი. ჩვენ საზღვრები ღია გვაქვს ამ ქვეყნებთან, რუსებს და ინდოელებს აქვთ მიმოსვლა ერთმანეთთან და ჩვენ ღია გვაქვს საზღვარი რუსეთთან. რომ ჩავკეტეთ ინდოეთთან, ირიბი გზით ხომ შემოდიან მაინც ინდოეთში ნამყოფები სხვა ქვეყნებიდან? გესმნით, რა არის საშიშროება?
ვაქცინებში – „ატრაზენეკა“ და Johnson&Jonson მილიარდებია ჩაყრილი, არ ვარგა ეს ორი ვაქცინა!

ფაიზერსაც აქვს იგივე პრობლემები თრომბოზთან დაკავშირებით, ასევე მოდერნასაც,
„ჩინური ვირუსი“ როცა გავრცელდა, ვაქცინები – ფაიზერი, ასტრაზენეკა, Johnson&Jonson, მოდერნა მუშაობდნენ, ასევე ჩინური და რუსული ვაქცინაც. დაახლოებით 5-6 თვის წინ ვირუსმა განიცადა მუტაცია. ერთ-ერთი მულტირებული ვირუსი გაჩნდა ბრიტანეთში, ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ფაიზერი და ასტრაზენეკა მეტ-ნაკლებად მუშაობს. ჩინური ვაქცინა არ მუშაობს ბრიტანული შტამის წინააღმდეგ. წამოვიდა უკვე სამხრეთ-აფრიკული შტამი, ვირუსი შეიცვალა და გახდა სხვანაირი, არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ამ ვირუსის წინააღმდეგ. უსაშინლესი აფეთქებაა ინდოეთში, კატასტროფა ხდება, ძირითადად ახალგაზრდები იღუპებიან! არც ერთი ვაქცინა ინდური ვაქცინის წინააღმდეგ არ მუშაობს.
ისრაელში ჩატარდა კვლევა, რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს! ყველა, ვინც არის რეინფიცირებული, არის ძირითადად ბრაზილიური შტამით, ფაიზერი და ასტრზენეკა ვერ მუშაობს ბრაზილიური და სამხრეთ-აფრიკული შტამების წინააღმდეგ.
არის სამი ძალიან საშიში ბრაზილიური, სამხრეთ-აფრიკული და ინდური შტამები! ეს ვაქცინები არ მუშაობენ ამ შტამების წინააღმდეგ! ეს ყველამ იცის!
ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაახლოებით 5%-ს აქვს რაღაც გართულებები (სიცხე, ქავილი). ვაქცინაციის შედეგად 1 მილიონზე არის 5 გარდაცვლილი.
ქვეყანაში თუ გინდათ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება, ჯერ ჩამოიტანეთ 4 მილიონი ვაქცინა.
აგიხსნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვა როგორ მუშაობს:
თუ გვინდა, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის (18 წლის ზემოთ) 70% რომ იყოს დაცული ვირუსისაგან, მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია არის საჭირო, 2-3 თვეში.
ისწავლეთ ისრაელის მაგალითიდან, შეიტანეს ქვეყანაში ვაქცინა ყველა მოსახლისთვის ორი დოზა, დამატებით კიდევ 20%, ასევე ხუთი თვის შემდეგ მესამე დოზისთვისაც აქვთ შენახული. როცა კეთდება ვაქცინა, ექვსი თვის შემდეგ ხელახლა არის ვაქცინა გასაკეთებელი!
როცა კეთდება ფაიზერის ვაქცინა, 28 დღის შემდეგ კეთდება მეორე დოზა, მესამე დოზა უნდა გაკეთდეს ხუთი თვის შემდეგ!
მსოფლიოში უმძიმესი მდგომარეობაა. საქართველო, მე მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, ტაშფანდურია, გახსნილია ყველაფერი და კიდევ უფრო გავიხსნათო. ბიზნესმენები გამოდიან, კიდევ ერთ ლოქდაუნს ვერ გავუძლებთო. მაინცდამაინც ყოველი მეორე უნდა მოკვდეს, რომ აღიქვათ საშიშროება?
ვირუსის მაჩვენებელი ძლივს იყო ჩამოსული ქვემოთ იანვარში, ეს უნდა შეგვენარჩუნებინა. როცა ქვეყანა ერთ დღეში გახსენით, ვთქვი და ახლაც ვამბობ, ყველაზე დიდი მავნებელია დაავადებათა კონტროლის ცენტრი-მეთქი. გასაგებია, პრემიერი ახალია და უნდა, ცვლილებები აჩვენოს ხალხს, მაგრამ შენ რომ ხარ სფეროს წარმომადგენელი და პროფესიონალი თუ ხარ, უნდა გამოხვიდე და თქვა, – არ შეიძლება, უნდა აუხსნა, რომ ეს რისკია და დაასაბუთო, დაგიჯერებენ. მაგრამ რაც ხდება, ეს არის არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ერთად!
ჩინოვნიკები უნდა გვაძლევდნენ სწორი ქცევის მაგალითს და რა ხდება სინამდვილეში? გამოდის მაგალითად ვიღაც მინისტრის მოადგილე და საუბრობს პირბადის გარეშე. მე რომ ვიყო, სამსახურიდან გავუშვებდი.
ქვეყანაში ორი პრობლემაა – რუსეთი და კოვიდი. გონივრულად უნდა ვებრძოლოთ ხილულ და უხილავ მტერს!
გვახსოვდეს – პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანა! არ ვიცი, მეტი რა ენაზე გითხრათ და რა გითხრათ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!“

ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი. ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.
ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 11.7 მილიონი შემთხვევა, ვირუსს 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია ინდოეთში მიმდინარეობს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები