საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
პრესტური საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის Air Serbia საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მოეწყო. Air Serbia ბელგრადი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს.
პრესტური 8 მონაწილე თბილისისა და მცხეთის ტურისტულ ადგილებს ესტუმრა. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ჯვრის მონასტერი, გაეცნენ ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. სერბი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
იხილეთ ასევე
- საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია – ისრაელის წამყვანი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
- გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ – როგორია ვიზიტების სტატისტიკა?
- საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას ბარსელონას გამოფენაზე ეცნობიან
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2025). სერბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან – საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ. 23 ივნისი, 2025. https://shenidasveneba.ge/სერბი-ჟურნალისტები-საქარ/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314
