#image_title

დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, დარეჯანის სასახლის ისტორიული ხის აივნის დემონტაჟი და ახლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, შესრულდა დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები, განახლდა აივანზე დაზიანებული აგურით მოწყობილი იატაკი. ასევე, განხორციელდა გარე აივნის დაზიანებული ხის სვეტებისა და იატაკის რეაბილიტაცია. 

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება.

„თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა – დარეჯანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა. პირველი ეტაპი გასულ წელს დავასრულეთ. სასახლე ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ამ სამუშაოების შედეგად, ყველაფერი მოწესრიგებულია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ძალიან მიხარია, კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ რეაბილიტირდა. აღნიშნულ ადგილს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს და ამ ყველაფრის მოწესრიგება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის სამუშაოებს, რომ რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.​

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. აღნიშნული პროექტისთვის 350 000 ლარი დაიხარჯა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა. 15 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/დარეჯანის-სასახლის-რეაბი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network