გელათის სამონასტრო კომპლექსი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტება

თაკო ჯანელიძე
ავტორი
თაკო ჯანელიძე - ჟურნალისტი

გელათის სამონასტრო კომპლექსი გადახურვის სამუშაოების გამო, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, დროებით დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი.
გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას”, – ნათქვამია განცხადებაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია - ფოტოები
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — კულტურა, ისტორია და მუზეუმები. აშუქებს კულტურულ მემკვიდრეობას, ფესტივალებს, გამოფენებსა და იმ ადგილებს, სადაც საქართველოს ისტორია ცოცხლდება.