#image_title

ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები

პროფ. გიორგი ფხაკაძე

„ვეფხისტყაოსანს“ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ცალკე დარბაზი ეთმობა.

ეროვნული ბიბლიოთეკა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების ერთ-ერთ ყველაზე სრულ კოლექციას ფლობს. წიგნის მუზეუმში თავმოყრილია 50 ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ათეული ეგზემპლარი.

შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის გამოცემის ისტორია 1712 წლიდან იწყება, როდესაც მეფე ვახტანგ VI მიერ მოწყობილ სტამბაში ის პირველად დაიბეჭდა. წიგნის გამოცემას წინ უძღოდა ტექსტის დადგენა. იმ დროს პოემა ბევრმა იცოდა ზეპირად, არსებობდა ბევრი ხელნაწერიც, რომელშიც სტროფები იცვლებოდაან ახალი სტროფები ემატებოდა. როგორც მაშინ იტყოდნენ, ტექსტი „შერყვნილი“ იყო. ამიტომაც გახდა საჭირო პოემის გამოსაცემ ვერსიაზე მუშაობა.

შოთა რუსთაველის პოემის გამოცემათაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია გიორგი ქართველიშვილის მეცადინეობით 1888 წელს დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც რამდენიმე წელი მზადდებოდა. 1884 წელს გიორგი ქართველიშვილის დაფინანსებით შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია. წიგნის გამოსაცემად გამოიწერეს ახალი შრიფტი. ქართული ტაძრებიდან აღებული ნიმუშების მიხედვით ორნამენტები შეასრულა გრიგოლ ტატიშვილმა. ილუსტრაციები შექმნა საგანგებოდ ამ მიზნით მოწვეულმა უნგრელმა მხატვარმა მიხაი ზიჩიმ. შედეგად თბილისში დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის“ პირველი აკადემიური გამოცემა, რომელიც დღემდე „ქართველიშვილისეულ გამოცემადაა“ ცნობილი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ვეფხისტყაოსნის“ სხვა გამოცემები, მცირე ცვლილებების გათვალისწინებით, ქართველიშვილისეული გამოცემის ტექსტის სახით იბეჭდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში „ვეფხისტყაოსნის“ ათეულობით ეგზემპლარი ინახება, კოლექცია მაინც არასრულია. ფონდი პერმანენტულად ივსება როგორც უახლესი გამოცემებით, ისე ძველი, იშვიათი ეგზემპლარებით.

ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია - ფოტოებიეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია - ფოტოები

ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია - ფოტოებიეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია - ფოტოებიეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია - ფოტოები

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები. 30 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ეროვნული-ბიბლიოთეკის-ვე/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%94%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%94/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network