გაგიგიათ ამაზონის ვარდისფერი დელფინის შესახებ?
ვარდისფერი დელფინები ცხოვრობენ არამხოლოდ ჩინეთში, არამედ ინდოეთის, ავსტრალიის სანაპიროებზე, ამაზონის და სამხრეთ ამერიკის შენაკადებში, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა არავინ იცის.
პერუს ამაზონეთის სტუმრებისთვის „ბოტო“, იგივე ვარდისფერი დელფინი, უცნაური და ულამაზესი არსებაა. სამხრეთ ამერიკის კულტურაში ეს ცხოველი მითოლოგიურ არსებად მიიჩნევა. პირველ რიგში, ის სხვა თავის მსგავსი არსებებისგან ფერით განსხვავდება, თუმცა საინტერესოა მათი ცხოვრების წესიც და ის ფაქტებიც, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ.
1. ვარდისფერ დელფინს შეუძლია საკუთარი ფერის შეცვლა
მიუხედავად სახელწოდებისა, დელფინები არ არიან მუდმივად ვარდისფერი. დაბადებისას ისინი ნაცრისფერები არიან, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ვარდისფერნი ხდებიან. საინტერესოა, რომ მამრი სახეობები უფრო მკვეთრი ვარდისფერით გამოირჩევიან, ვიდრე მდედრები. თუმცა მათ საბოლოო ფერზე გავლენას ახდენს მათი ქცევა, სინათლის რაოდენობა მათ საარსებო გარემოში…
2. ამ კონკრეტულ სახეობას მსოფლიოს დელფინების სახეობებს შორის ყველაზე დიდი სხეული და ტვინი აქვთ
ვარდისფერი დელფინი აღწევს 2.7 მეტრის სიგრძეს და იწონის 181 კილოგრამამდე, ხოლო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წელიწადია. აღსანიშნავია, რომ მათი ტვინის მოცულობა 40%-ით აჭარბებს ადამიანის ტვინის მოცულობას. ისინი მორცხვები და კომუნიკაბელურები არიან. ხშირად თამაშობენ ადგილობრივ ბავშვებთან და არ ავლენენ აგრესიულ ბუნებას.
3. ვარდისფერი დელფინის არსებობა ბუნებისთვის საიდუმლოა
მეცნიერებისთვის უცნობია, ამ სახეობის რამდენი ერთეული არსებობს, რადგან განსხვავებით სხვა ორგანიზმებისგან, ვარდისფერი დელფინები მარტო ან მცირე ჯგუფებად გადაადგილდებიან. ისინი არ ამოდიან წყლის ზედაპირზე, რის გამოც უფრო რთული ხდება მათი შემჩნევა და დათვლა.
4. ვარდისფერი დელფინები წყლის ტანმოვარჯიშეები არიან
ამ სახეობის დელფინებს შეუძლიათ თავის 90 გრადუსით ტრიალი, რაც საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილად გადაადგილდნენ. ასევე ისინი ხშირად არიან შემჩნეული უკუღმა ცურვაში. ეს მდგომარეობა მათ ეხმარება მდინარის ფსკერის უკეთ დანახვაში. მიუხედავად მათი მცირე ზომის თვალებისა, მათ აქვთ შესანიშნავი ექოლოკაციის უნარი და მშვენივრად გადაადგილდებიან ამაზონის ტალახიან წყლებში.
5. ამაზონის ვარდისფერ დელფინებს მითიურ არსებებად მიიჩნევენ
ამ არსებას დიდი დოზით შევხვდებით სამხრეთ ამერიკის ფოლკლორში. ერთ-ერთი ლეგენდა გვიყვება, რომ დელფინები „სახლდებიან“ სიმპატიურ მამაკაცში და აცდუნებენ ქალებს ღამით. სხვა ლეგენდის თანახმად კი, როცა მარტო დაცურავ, შესაძლოა დელფინმა გაგიტაცოს და მაგიურ წყალქვეშა ქალაქში წაგიყვანოს. ამ ტერიტორიაზე დელფინისთვის რაიმეს დაშავება უბედურების მომასწავლებლად ითვლება, რადგან ადგილობრივები მათ პირად მცველებად მიიჩნევენ.
2007 წელს აღმოაჩინეს დედასთან ერთად მცურავი პატარა დელფინი, რომელმაც გააოცა თვითმხილველები, რადგან ის თავიდან ბოლომდე ვარდისფერი იყო. მას მოგვიანებით “ფინქი” დაარქვეს.
პირველად ის შენიშნეს ლუიზიანას ნაპირთან. ბიოლოგების თქმით, მისი სხეულის ფერი გამოწვეულია პიგმენტაციით.
“მისი შეფერილობა სხვა დელფინებისგან მკვეთრად განსხვავდება. დელფინის ტყავის ქვეშ არის უამრავი კაპილარი და სისხლძარღვი. როცა ისინი ფართოვდება, ცხოველი ვარდისფერ შეფერილობას იღებს”- ამბობს ცხოველთა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი ნაუმი როუსი.
მთელი ცხოვრების განმავლობაში მდედრს შეუძლია გამრავლება მხოლოდ ერთ-ორჯერ, რამდენადაც შობადობათა შორის 4 ან 6 წელია განსხვავება. გარდა ამისა, ახალშობილთა დაახლოებით ნახევარი იღუპება. დიდი რაოდენობით თევზის ჭერა იწვევს იმას, რომ დელფინებს საჭმელად აღარაფერი რჩებათ, დაბინძურებული წყალი წამლავს ცხოველების ორგანიზმს და აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას, ხოლო გემების მოძრაობამ შეიძლება მოკლას ისინი. ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი ან ხიდი, რომელიც აკავშირებს ქალაქ მაკაოსა და მატერიკ ჩინეთს, მკვეთრად ამცირებს ვარდისფერი დელფინების ჰაბიტატს, ეს სულ ოფრო აშორებს დელფინებს ადამიანებისგან.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები