ქალაქის „სავიზიტო ბარათი“ – ნარიყალას ციხესიმაგრე წარსულის, აწმყოსა და მომავლის უწყვეტი ხაზი

პროფ. გიორგი ფხაკაძე
ნარიყალას ციხესიმაგრე – წარსულის, აწმყოსა და მომავალის უწყვეტი ხაზი

ქალაქის „სავიზიტო ბარათი“ მდებარეობითა და იერსახით არ გამორჩება არც ქალაქის სტუმარსა და არც მასპინძელს. ის ყველა თბილისის ხედის ფოტოსურთში იქცევს ყურადღებას თავისი იერსახით, ამაყად გადმოყურებს თბილისს, რადგან წლების განმავლობაში იცავდა მის მკვიდრთ მტრების შემოსევებისა და აწიოკებისაგან. მისი არქიტექტურაც ალბათ სწორედ აქედან გამომდინარეა არსებულ ლანდშაფტთან შერწყმული, სწორი კუთხისა და რაკურსის მიგნებით, როგორც იქმნებოდა უამრავი და განუმეორებელი ქართული არქიტექტურა.

ციხესიმაგრე თითქმის თბილისის ყველა მხრიდან ჩანს, განსაკუთრებით კი მშვენიერია ღამით. ის გადაჰყურებს მტკვარს, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს გარემოს. შესაძლებელია ითქვას, რომ ჩვენი დედაქალაქი ნარიყალას გარეშე საკუთარ მახასიათებლებს ვერ შეინარჩუნებდა. ძველი თბილისის სიამაყე ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და ეს მაშინ, როდესაც ვიგებთ, რომ 2020 წელს ნარიყალა ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 12 ძეგლს შორის მოხვდა.

სანამ ამ განუმეორებელი ადგილის რეაბილიტაციის შესახებ მოგითხრობდეთ, უძველესი დროის ციხესიმაგრის შესახებ ვისაუბროთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ნარიყალას ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც მოქცეულია თბილისის ორ უმნიშვნელოვანესს ადგილს: გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მისი აშენების შესახებ არც თუ ბევრი რამ არის ცნობილი, მხოლოდ ლეგენდებზე დაყრდნობით ციხე, ვახტანგ გორგასალის დაფუძნებულია.

ისტორიკოსების ერთ-ერთი ვერსიით, IV საუკუნეში მეფე ვარაზ-ბაკურს ციხესიმაგრე აუშენებია ამ ადგილას, რომელსაც შემდგომში სასანუდურ ირანს ჩაუგდია ხელში. ზოგიერთ ისტორიულ წყაროში ნარიყალას ციხესიმაგრეს “შურის ციხეს” უწოდებენ. ამავე ცნობებით, V საუკუნის შუა ხანებში ქართლის მეფეებმა ციხე დაიბრუნეს, VII საუკუნეში და მოგვიანებით კი დავით აღმაშენებლის მიერ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ ანუ „მცირე ციხესიმაგრე“ დაარქვეს. რაც შეეხება დღემდე მოღწეულ ძირითად გამაგრებებს, ის XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება.

ქართულ წყაროებში ამ ადგილს ხშირად მოიხსენიებდნენ აგრეთვე “დედა ციხესიმაგრედ”. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

READ  ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურებისთვის

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და პატნეზებით (ბასტიონებით) გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის სახით.

ქალაქის — დეტალები

XVII საუკუნემდე ციხის შიგნითა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა „მეფის სასახლე“. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) “დედაციხემ” დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი. კერძოდ კი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული, რომელიც 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ნარიყალა დღეს, თბილისის თავდაცვის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს და ეს ისტორიული ძეგლი, თბილისის ხუთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს შორისაა. ახლა კი როდესაც ძველი თბილისის სიამაყე საუკუნეები გვემსახურა, თითქოს გადმოგვყურებს და იძახის: „წლები გემსახურეთ და ახლა ცოტა თქვენც მომხედეთ“-ო. განუმეორებელი ქართული არქიტექტურა განახლების მოლოდინშია, ისეთი განახლების, რომელიც მას არ დააკარგვინებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის უწყვეტ ხაზს. ნარიყალა ისევ შეძლებს მისი მეშვეობით აღვიქვათ ქვეყნის სახე, თუ დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა იგი. მისი რეაბილიტაციის შემდეგ, თითოეული ჩვენგანი ისევ შევძლებთ წარსულის შემოქმედებასთან კავშირის შეგრძნებას.

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017 წელს განხორციელდა. სამუშაოები “თბილისის განვითარების ფონდმა” 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები ციტადელის აღმოსავლეთ კედელს ჩაუტარდა. ნარიყალას ტაძრის მიმდებარედ, 2-სართულიანი საერო სახლი აშენდა, ხოლო გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა ქვაფენილით მოპირკეთდა. ასევე, მთლიანად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ნარიყალას ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო პროექტი არქიტექტორ ტარიელ კიპაროიძის ავტორობით მომზადდა. ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დასრულდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 715 000 ლარი დაიხარჯა.

READ  ღების ხევი ორმოცდაათი საუკუნის ისტორიას ითვლის

პროცესი გაგრძელდა. ნარიყალას რეაბილიტაციის ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 24 იანვარს გამოაცხადა, ტენდერის გამარჯვებული კი შპს „ინსი“ გახდა. კომპანია „ინსი” ვალდებულია, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროცესში ყველა დეტალი პროექტის ავტორთან შეათანხმოს. პროექტის მიხედვით, რესტავრაციის დროს იმ მასალას გამოიყენებენ, რომლითაც ნარიყალას ციხეა ნაგები.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). ქალაქის „სავიზიტო ბარათი“ – ნარიყალას ციხესიმაგრე წარსულის, აწმყოსა და მომავლის უწყვეტი ხაზი. 29 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ქალაქის-სავიზიტო-ბარათი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ქალაქის „სავიზიტო ბარათი“ – ნარიყალას ციხესიმაგრე წარსულის, აწმყოსა და მომავლის უწყვეტი ხაზი [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:

კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network