საქართველო მდიდარი და ტურისტულადაც მიმზიდველი აქვეყანაა.
რკონის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს.
1905 წელს, რკონში სახელოსნო-ლაბორატორია ფუნქციონირებდა, სადაც შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს ამზადებდნენ.
რკონის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია, თამარის ხიდი და ბერების სენაკები.
ერთ ერთი პოპულარული სანახაობა ხიდია, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. რკონის ხიდი ასევე ცნობილია როგორც თამარ მეფის ხიდი. აღსანიშნავია, რომ ძველი ხიდების უმრავლესობა რომლებიც დღემდე გადარჩა, თამარის მეფობის დროსა აგებული. ხიდი განსაკუთრებით მიმზიდველია ფერადი ფოტოსესიისთვის.
„თამარის ხიდი“ მდინარე თეძამზეა გადებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ნახევარწრიული ხიდი ერთ მთლიანობას წარმოადგენს და 12,5მ სიგრძისაა, სიგანე კი 2,2მ-ა. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა და ნაგებია ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. იგი შემორჩენილია თავდაპირველი სახით.
რკონის ისტორიული მნიშვნელობა ძალიან დიდია. ამ ადგილას XII-XIII საუკუნეებში გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხეთის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. რკონში ფუნქციონირებდა სახელოსნო,სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს. აქვე გეტყვით,რომ ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით 3 კმ-ის გავლა ფეხით მოგიწევთ,თუმცა ეს გზა ულამაზესი ხედებით დაგატკბობთ და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღების საშუალებასაც მოგცემთ.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები