შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიკურორტ ცაიშის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებია სამკურნალო თვისებებით.

კურორტ ცაიშის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებია სამკურნალო თვისებებით.

კურორტ ცაიშის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებია სამკურნალო თვისებებით.

სოფელი ცაიში, სამეგრელოში ადრე თერმული წყლებით იყო ცნობილი.

ცაიშში ბევრი რამეა საამაყო და ღირსაცნობი. სოფელი მინერალური წყლებით იწონებს თავს. სანამ გეოლოგები 1951 წლის ზაფხულში ცხელ წყალს აღმოაჩენდნენ, იქ მენჯი მაცესტის ტიპის წყალს იყენებდნენ რევმატიზმის სამკურნალოდ. ახალმა ცხელმა წყალმა ცაიშს შორს გაუთქვა სახელი. აქ ფუნქციონირებდა საქვეყნოდ ცნობილი ცაიშის კურორტი.

ცაიში ცნობილია ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებით, რომელთა სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს აღწერილი. ქართველი გეოგრაფი ცაიშს უმშვენიერესი მდებარეობისა და უძველესი სამკურნალო წყაროს ადგილად იხსენიებს. მართლაც, ერთ-ერთი წყაროს ამოსვლის ადგილას 5-6 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია გათლილი ქვისგან ნაშენი აუზი, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ. დღეისთვის გამოკვლეულია ცაიშის 18 მინერალური წყარო და დადგენილია, რომ აქაურ ჰიპოთერმულ მინერალურ წყალს (24–260ჩ) უნიკალური შემადგენლობა
აქვს: დიდი რაოდენობით კაჟმჟავას შეიცავს. ასეთ წყალს ახასიათებს ანტიტოქსიკური, ანტისეპტიკური მოქმედება, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებს ძვალ-ხრტილოვანი ქსოვილისა და კანის მდგომარეობას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. წყლის ამოსვლის ადგილზე, 2-3 მ-ის სიღრმეზე მიწის ფენა კუპრისფრადაა შეღებილი – ეს ტალახი ე. წ. წყაროს ტალახებს მიეკუთვნება და მას სხვადასხვა სამკურნალო პროცედურისთვის იყენებენ. მინერალურ წყაროებთან 25 მ სიმაღლის ხუთასწლოვანი ძელქვის ხეები დგას. სავარაუდოდ, ჩვენს წინაპრებს ხეები შეგნებულად დაურგავთ, რათა წყაროები ადვილი მისაგნები ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ცაიშის მინერალური წყლები XX ს-ის დასაწყისში ხელახლა აღმოაჩინეს. განსაკუთრებული პოპულარობა კურორტმა 1956 წელს, ჰიპერთერმული (820C) წყლის აღმოჩენის შემდეგ მოიპოვა. დღეს ცხელი მინერალური წყლის ნაწილი მხოლოდ სათბურებისა და ბინების გასათბობად გამოიყენება, უმეტესი ნაწილი კი იკარგება.

ერთ-ერთი წყაროს ამოსვლის ადგილას, 5-6 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია გათლილი ქვისგან ნაშენი აუზი, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ.

გამოკვლეულია ცაიშის 18 მინერალური წყარო. დადგენილია, რომ აქაურ ჰიპოთერმულ მინერალურ წყალს (24-260C) უნიკალური შემადგენლობა აქვს. ის დიდი რაოდენობით კაჟმჟავას შეიცავს და ახასიათებს ანტიტოქსიკური, ანტისეპტიკური მოქმედება, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებს ძვალხრტილოვანი ქსოვილისა და კანის მდგომარეობას. ამასთანავე, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

READ  მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ზუგდიდს, წალენჯიხასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ზუგდიდისა და ცაიშის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთისა და სენაკის ეპარიქიები, სამხრეთ დასავლეთის საზღვარი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

მოქმედი ეკლესიები:

  1. ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი
  2. ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი. წინამძღვარი – დეკანოზი ზაბულონ ქობალია
  3. წალენჯიხის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი ანდრია კემულარია
  4. ზუგდიდის კვირაცხოვლის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი გიორგი ჯგუშია
  5. კორცხელის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი – მღვდელი ილარიონ შენგელია
  6. კოკის წმიდა გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი გაბრიელ გულორდავა
  7. ლეშამუგეს მაცხოვრის შობის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი ანდრია მარღანია
  8. ჭითაწყარის წმიდა გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – მღვდელი ანდრია ლიპარტია
  9. ტყაიის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – მღვდელი გალაქტიონ ფიფია
  10. ჩხორიის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – მღვდელი გალაქტიონ ფიფია
  11. დიდინეძის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი ზაბულონ ქობალია
  12. ჭითაწყარის ხარების ეკლესია. წინამძღვარი – მღვდელი ამბროსი თორდია
  13. კახათის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი გაბრიელ გულორდავა
  14. ჯვარზენის ყოველთა წმიდათა ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი ანდრია მარღანია
  15. მუჟავას წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი ანდრია მარღანია

მოქმედი მონასტერი:

  1. კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. წინამძღვარი – მონაზონი დინარა ქვარაია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები