კვირა, მაისი 4, 2025
მთავარისხვა-ამბები„მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მიმიკური კუნთი - ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს“

„მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მიმიკური კუნთი – ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს“

გადაცემა „დღის კოდი“

საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ბაკურ კოტეტიშვილი:
„ნევროლოგიაში დუშენის ღიმილი ჰქვია, სწორედ იმ გულწრფელ ღიმილს, რომელიშიც მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მიმიკური კუნთი.

ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, რასას, რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია.

ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ღიმილით ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, მათ შორის კუჭ-ნაწლავის“.

READ  საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და კერძო კომპანიებმა შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - ITB China 2024 მიიღეს მონაწილეობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE