შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიკვლევის მიხედვით, ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს

კვლევის მიხედვით, ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს

ხანგრძლივ კოვიდზე კვლევა ამბობს, რომ ზოგიერთ პაციენტს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა.


ჩინური კვლევა ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა.

 

პაციენტთა ნახევარს ერთი წლის შემდეგ მაინც ჰქონდა ერთი ან სხვა სიმპტომი, ყველაზე ხშირად დაღლილობა ან კუნთების სისუსტე.


ყოველ მესამე პაციენტს აღენიშნება ქოშინი 12 თვეზე მეტი ხნის შემდეგ. ეს რიცხვი გაიზარდა იმ ადამიანებს შორის, ვინც ვირუსის გამო მძიმედ დაავადდა.

 

კვლევის თანახმად, მამაკაცებთან შედარებით, აღნიშნული სიმპტომებისგან ქალები 43 პროცენტით მეტად დაზარალდნენ და ორჯერ მეტად ხშირად ჰქონდათ შფოთვა, დეპრესია.


„ლანცეტმა“კვლევასთან ერთად, გამოაქვეყნა სარედაქციო მასალაც, სადაც ნათქვამია, რომ დამტკიცებული მკურნალობის ან თუნდაც სარეაბილიტაციო მითითებების გარეშე ხანგრძლივმა კოვიდმა გავლენა იქონია ადამიანების ნორმალური ცხოვრების განახლების უნარსა და მათ შრომისუნარიანობაზე.


ხანგრძლივი კოვიდის პაციენტების სრულ გამოჯანმრთელებას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა.

 
 
 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

 

https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები