ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიექსკლუზივი... ადგილი არის მხოლოდ 5 დაწესებულებისათვის...

ექსკლუზივი… ადგილი არის მხოლოდ 5 დაწესებულებისათვის…

ექსკლუზივი…

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოვიდა.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

 

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

 

„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

 

მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

 

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

 

გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.

 

მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.

 

2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.

 

როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში?

 

პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა, ეს ის კრიტერიუმებია, როლმლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის.

 

მთავრობის დადგენილებით, ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება.

 

2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ.

 

„აკრედიტაცია კანადას საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ რაოდენობაზე, ჩვენ ვმუშაობთ ხარისხზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, შეიძლება, ახლა კონტრაქტი გავაფორმოთ მხოლოდ და მხოლოდ 5 დაწესებულებასთან.

 

ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია კანადას საქართველოს წარმომადგენლობა გუნდურად ვმუშაობთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

მისი თქმით, ადგილი არის მხოლოდ 5 დაწესებულებისათვის…

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას ვერ დავეხმარებით იმიტომ, რომ ჩვენ ვერ დავწევთ ხარისხს.

 

ადგილი არის მხოლოდ 5 დაწესებულებისათვის და ერთ კვირაში ჩვენ გადავწყვეტთ, ვისთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას და ვის დავეხმარებით.

 

ჩვენ გვაქვს სურვილი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დავეხმაროთ საქართველოს ჯანდაცვას. ჩვენ არ ვართ ფინანსებზე ორიენტირებული, არ ვართ მოგებაზე ორიენტირებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა მხოლოდ იმ საავადმყოფოებთან, რომელთაც აინტერესებთ ხარისხი.

 

შესაძლოა, ისინი არ არიან ძლიერები, შესაძლოა, მათ აქვთ ძალიან ბევრი გამოწვევა. ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ მათ დავეხმაროთ“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

მისი თქმით, ქართული გუნდი, რომელიც არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, მაქსიმალურად შეეცდება დაგეხმაროთ თქვენ, რათა გაიაროთ აკრედიტაცია.

 

„აკრედიტაციის პროცესი დაიწყო ბათუმიდან. მადლობა მედცენტრს, მადლობა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მინისტრს.

 

მსოფლიოში ერთ-ერთი კარგი ჯანდაცვის სისტემა არის კანადაში. კანადა აკრედიტაცია ახორციელებს კანადაში ყველა სამედიცინო დაწესებულებისა და სერვისების აკრედიტაციას. მსოფლიოში მთლიანად 15 ათასამდე სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაციას ახორციელებს აკრედიტაცია კანადა“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

 

მისი თქმით, საქართველო არ არის იდეალური ქვეყანა, ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს.

 

„საქართველო არ არის იდეალური ქვეყანა, ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. მთავრობას ბევრ რამეში არ ვეთანხმები, წინა მთავრობასაც არ ვეთანხმებოდი ბევრ რამეში. მე ვამბობ იმას, რაც არის რეალობა, რაც გვჭირდება ყველას.


ეს იყო მთავრობის ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, ეს იყო ყველაზე რევოლუციური და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ეხება საქართველოს ჯანდაცვის რეფორმას. ჩვენ ვამბობთ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. ხარისხიანი ჯანდაცვა იქნება არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმითაც. ჩვენ გვექნება ხარისხიანი საავადმყოფოები, ჩვენ გვექნება ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებები, ჩვენ გვექნება ხარისხიანი სერვისები. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც მიხვალთ საავადმყოფოებში, არ შეგეშინდებათ იქ მისვლა, არ შეგეშინდებათ, რომ რაიმეს არასწორად გაგიკეთებენ, პაციენტი იქნება უსაფრთხო…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 
 
კლინიკა „მედცენტრი“ ერთ-ერთია 6 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
„ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყო
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
 
 
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის“-მიხეილ სარჯველაძე

„დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის“-მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
რჩევები, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი საახალწლოდ

რჩევები, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი საახალწლოდ

ნოემბერი 28, 2024
ეს არის ძალიან მისტიკური ხელოვნება – „ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია“

ეს არის ძალიან მისტიკური ხელოვნება – „ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია“

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
ვარსკვლავური კოსტიუმები -რომლებიც შეიძლება ახალი წლის ღამის სამოსის ინსპირაცია გახადოთ

ვარსკვლავური კოსტიუმები -რომლებიც შეიძლება ახალი წლის ღამის სამოსის ინსპირაცია გახადოთ

ნოემბერი 28, 2024
ქვეყნები, სადაც ზამთარში მოგზაურობა არ ღირს

ქვეყნები, სადაც ზამთარში მოგზაურობა არ ღირს

28 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები