ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"რუსული დეზინფორმაციის კამპანია პირდაპირ მიმართულია სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების წინააღ

“რუსული დეზინფორმაციის კამპანია პირდაპირ მიმართულია სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების წინააღ

21/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­შუ­ა­ლოდ, 5 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა და 50-მდე იღუ­პე­ბა, ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნია ახალ ძა­ლებს იკ­რებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, “ფე­ის­ბუქ­მა“ რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი ან­გა­რი­ში დაბ­ლო­კა, რომ­ლე­ბიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეწე­ოდ­ნენ ან­ტი­ვაქ­სე­რულ კამ­პა­ნი­ას და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში.


ზო­გა­დად, ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არი­ან, მათ შო­რის, ჩვენ­თა­ნაც არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა და რაც ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, აშ­კა­რაა, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი იდე­ე­ბის პრო­პა­გან­დას კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თი აქვს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ფარ­თო ფრონ­ტით მუ­შა­ობს და რო­გორ ცდი­ლობს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაშ­ლა-და­ქუც­მა­ცე­ბას, ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ცდი­ლობ­დეს ჩვენ­თან ცე­ცხლის დან­თე­ბას.


“რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ არის მი­მარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კებს შე­ი­ცავს არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­მედ სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხი­თაც.


ერთი მხრივ, რუ­სე­თი ამ გზით ცდი­ლობს უნ­დობ­ლო­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცია და ქა­ო­სი გა­აღ­ვი­ვოს უცხო ქვეყ­ნებ­ში, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი რის­კე­ბის შემ­ცვე­ლია ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის­თვის. მე­ო­რე მხრივ კი, ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი­სა და მე­დი­ცი­ნი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის გა­ჩე­ნამ ხალ­ხში, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხე შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას

.

კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის­კენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სია მი­მარ­თუ­ლი, რის გა­მოც ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია კი­დევ უფრო ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ­დე აღ­წევს და, შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ან­ში გა­აღ­ვი­ვოს უნ­დობ­ლო­ბა ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი­სად­მი. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დღე­ვან­დელ კრი­ზი­სულ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნდეს მწყობ­რი სტრა­ტე­გია ამ­გვარ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, რათა ქვე­ყა­ნამ თა­ვი­დან აი­რი­დოს ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის ზრდა.


დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი ზი­ა­ნის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, რად­გან ამან თა­ვის მხრივ, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რის­კე­ბის ქვეშ და­ა­ყე­ნოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და უა­რე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს ის პო­ზი­ტი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რაც ქვე­ყა­ნას აქვს მო­სახ­ლე­ო­ბის იმუ­ნი­ზა­ცი­ის კუ­თხით”, – ეს არის ამო­ნა­რი­დი “ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის” (IDFI) მიერ ჯერ კი­დევ 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აშ­კა­რად ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით.


ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა არის თუ არა კამ­პა­ნი­უ­რი და მარ­თუ­ლი? – ჩვე­ნი სტა­ტი­ის პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი ფხა­კა­ძეა:


– ეს უფრო კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სია. ერთი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კამ­პა­ნია რუ­სე­თი­დან და ჩი­ნე­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ვინც ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია. რუ­სე­თი ახ­ლაც აგ­რძე­ლებს და ლა­პა­რა­კობს, რომ “სპუტ­ნი­კი“ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნაა და მისი დაც­ვის ხა­რის­ხი თურ­მე 93%-ს აღ­წევს. სხვა­თა შო­რის, “ფა­ი­ზე­რის“ და “ას­ტრა ზე­ნე­კას“ ყვე­ლა­ზე დიდი ან­ტი­რეკ­ლა­მა ამ ქვეყ­ნი­დან მო­დი­ო­და, – შე­ხე­დეთ, და­სავ­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა ცუ­დია და ჩვე­ნი კარ­გი­აო.


თვი­თონ რუ­სე­თი­ვე და­ზა­რალ­და, პრო­ცეს­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­ით­რი­ეს, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად ამ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ. რო­გორც თა­ვის დრო­ზე შე­ვარ­დნა­ძე ეუბ­ნე­ბო­და რუ­სებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი ბუ­მე­რან­გი­ვით და­გიბ­რუნ­დე­ბა­თო, ზუს­ტად ასე და­ე­მარ­თათ, უკან და­უბ­რუნ­დათ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში და­ი­წყეს, რათა თა­ვი­სი ვაქ­ცი­ნა პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ჩა­უ­ვარ­დათ ეს წა­მო­წყე­ბა…


ჩი­ნე­თიც იმა­ვეს აკე­თებ­და და ახ­ლაც ცდი­ლობს, რომ გა­ავ­რცე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, სა­კუ­თა­რი ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე, სხვე­ბი კი აძა­გოს… ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი ცდი­ლო­ბენ გავ­ლე­ნის ქვეშ მო­იქ­ცი­ონ ქვეყ­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რი­თაც ყვე­ლას­თვის ცუდ საქ­მეს აკე­თე­ბენ.

გარ­და ამი­სა, არი­ან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი, ცნო­ბი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 28 ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში, ვინც ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რია. მათ სექ­ტან­ტებს ვუ­წო­დებ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის შიშ­ზე დიდი ფული იშო­ვონ.


ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა საქ­მე. იგი­ვე ქალ­ბა­ტო­ნი თინა თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რია, სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვის ბა­ლახს ყი­დის. აკე­თებს რეკ­ლა­მას, – აი, მე მაქვს წა­მა­ლი, რო­მე­ლიც კო­რო­ნას წი­ნა­აღ­მდეგ და­გეხ­მა­რე­ბა­თო. ზო­გი­ერ­თი ლაივ-ჩარ­თვებს აკე­თებს, ლა­ი­ქე­ბი სურს, მერე ამას სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ზე ყი­დის. ამა­საც ხში­რად პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ.


არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­ბეჭ­და, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი მი­ლი­არ­დზე მეტ მო­გე­ბას ნა­ხუ­ლო­ბენ თვე­ში მარ­ტო რეკ­ლა­მე­ბით; აგ­რო­ვე­ბენ აუ­დი­ტო­რი­ას და ლა­ი­ქებს, რეკ­ლა­მას ყი­დი­ან. ანუ ცდი­ლო­ბენ ფული იშო­ვონ, მეტი არა­ფე­რი ადარ­დებთ.


ასე­ვე, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გულ­წრფე­ლად შე­ში­ნე­ბუ­ლი, დაბ­ნე­უ­ლი არი­ან და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეც და­ბა­ლია. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს რე­ლი­გი­უ­რი ან სა­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფიც კი მა­ნი­პუ­ლი­რებს, რომ სამ­ყა­რო­ში ბოლო ჟამი დგას, ვაქ­ცი­ნა ეშ­მა­კი­სე­უ­ლია და ა.შ. სხვა­თა შო­რის, დიდი რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც კი ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა არ არ­სე­ბობს. მერე რომ და­ე­მარ­თე­ბათ, თურ­მე არ­სე­ბობს… სამ­წუ­ხა­როდ, ეს ტენ­დენ­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­შია და სა­ქარ­თვე­ლოც ამის ნა­წი­ლია.


– რუ­სეთ­მა “სპუტ­ნი­კით“ რა შე­დე­გე­ბი მი­ი­ღო და მისი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი სა­დამ­დე მი­ვი­და?


– “სპუტ­ნი­კის“ ავ­ტო­რი­ზა­ცია არის იქ, სა­დაც ერთი წლის წინ იყო, ანუ არ­სად… ჩი­ნე­ლე­ბიც კი უფრო ჭკვი­ა­ნუ­რად მო­იქ­ცნენ. რუ­სებ­მა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნეს და თქვენ უნდა ნა­ხოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი.


რე­ა­ლუ­რად, მთე­ლი ეტა­პე­ბია გა­სავ­ლე­ლი, ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და ა.შ. ცალ­კე თე­მაა, სად არის წარ­მო­ე­ბუ­ლი, რო­გო­რია ეს ხა­რის­ხი, უსაფრ­თხო­ე­ბა და ა.შ. მწარ­მო­ებ­ლის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტიც ვერ გა­და­ლა­ხეს, ანუ მარ­ტივ ენა­ზე რომ აგიხ­სნათ, ჩვენ­ში სა­ხალ­ხო კონ­ტრო­ლის ქალ­ბა­ტო­ნი რეს­ტორ­ნებ­ში რომ და­დის და ვირ­თხებს ეძებს, აქაც ზუს­ტად ასეა, ჯან­მო სა­ნამ ვაქ­ცი­ნამ­დე მივა, ჯერ მი­დის ქარ­ხა­ნა­ში და ამოწ­მებს, იქ “ვირ­თხე­ბი ხომ არ დარ­ბი­ან”. რუ­სებ­მა ეს სტან­დარ­ტიც ვერ გა­და­ლა­ხეს.


სა­ბო­ლო ჯამ­ში, რაც უნდა ვატ­რი­ა­ლოთ, დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ორი ვაქ­ცი­ნაა – “ფა­ი­ზე­რი” და “მო­დერ­ნა”.


– ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რულ გან­წყო­ბებს კი­დევ რა კვე­ბავს, თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით?


– აქ მარ­ტო ვაქ­ცი­ნა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, მო­სახ­ლე­ო­ბას ნდო­ბა არა­ვი­სი აქვს ან ვის უნდა ენდო, ვინ არის ქვე­ყა­ნა­ში პი­როვ­ნე­ბა ან ორ­გა­ნი­ზა­ცია, ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მელ­საც ვენ­დო­ბით? ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბას ისიც კვე­ბავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა აღარ ენ­დო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, ვი­საც ეს ვაქ­ცი­ნე­ბი შე­მო­აქვს.


– ამ რე­ა­ლო­ბა­ში გა­მო­სა­ვა­ლი სად არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი აც­რის გა­რე­შე არ დარ­ჩნენ და ამ კა­ტას­ტრო­ფას ნელ-ნელა თავი და­ვაღ­წი­ოთ?


– ჩვენ კა­ტას­ტრო­ფას თავს ვე­ღარ და­ვაღ­წევთ, სამ­წუ­ხა­როდ, და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. ამას კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბი ემა­ტე­ბა, მე­ო­რე კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც მო­დის. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნოა და არა ის, რაც ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, ქვე­ყა­ნა პირ­ველ ივ­ლისს ჩა­სა­კე­ტი იყო, არა­ვინ ჩა­კე­ტა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა სულ სხვაგ­ვა­რად იყო ასა­წყო­ბი.


ჩვენ­თან ახლა ის სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც ბრა­ზი­ლი­ა­ში ხდე­ბო­და პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს. როცა პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობ­და, მე ბიზ­ნე­სი მირ­ჩევ­ნია და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­სო. და­გა­ვი­წყდათ რაც იყო ბრა­ზი­ლი­ა­ში? სხვა­თა შო­რის, ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მი ამი­ტომ წა­მო­ვი­და. ჩვენ ისე გა­ვა­კე­თებთ, მალე ალ­ბათ ქარ­თუ­ლი შტა­მი გვექ­ნე­ბა. რა დრო­ის კონ­ცერ­ტე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბია. მი­ხა­რია ოლიმ­პი­ე­ლებ­მა რომ გა­ი­მარ­ჯვეს, მაგ­რამ ბო­დი­ში, ამ პან­დე­მი­ის დროს მსგავ­სის ჩა­ტა­რე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყო?


რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:


– თვი­თონ კო­ვი­დის გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რად­გან ბევ­რი თან­მდე­ვი თე­მა­ტი­კა დაგ­როვ­და. აქ არის სტრე­სი, იზო­ლა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი და ა.შ. ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბის მე­ქა­ნიზ­მზე კი ახლა იწყე­ბა, ჯერ მომ­წი­ფე­ბუ­ლი პო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ახლა ახ­სენ­დე­ბათ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დიდი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დროს იყო ადა­მი­ან­თა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი ტექ­სტე­ბით გა­მო­დი­ო­და, – რომ ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად სხვა რა­ღა­ცას შეგ­ვიშ­ხა­პუ­ნე­ბენ, ბუ­ნებ­რი­ვია “ჩი­პებ­ზე“ ადრე არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი… უფრო სა­წამ­ლავ­ზე, მო­მა­დუ­ნე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე კეთ­დე­ბო­და აქ­ცენ­ტი, რომ მერე გვმარ­თო­ნო და ა.შ.


ეს ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბა პა­თო­ლო­გი­უ­რი არ არის, რად­გან დრო­ის შეც­ვლას­თან ერ­თად, ისიც გა­დის… ჩვენ­ში (ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­ში) ყო­ველ­თვის ზის ეჭვი. პა­თო­ლო­გი­ის დროს ასე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი მო­იშ­ლე­ბა ხოლ­მე, თო­რემ პრინ­ციპ­ში ზო­გა­დი მე­ქა­ნიზ­მი იგი­ვეა, რაც ნორ­მა­ლურ ადა­მი­ან­თან. ნორ­მა­ლურ­ში ყო­ველ­თვის ზის საფრ­თხის შიში, რომ, არი­ქა, ვი­ღაც რა­ღა­ცას და­უ­შა­ვებს.



ეტყო­ბა, ასე­თი ხალ­ხი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე გვგო­ნია. ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იტა­ცე­ბენ ხოლ­მე ასეთ ვერ­სი­ებს, რომ ვი­ღა­ცე­ბი სა­ი­მი­სოდ არი­ან შეთ­ქმუ­ლე­ბი, რომ გა­ა­ნად­გუ­რონ ან მარ­თონ, და­აკ­ნი­ნონ მთე­ლი მსოფ­ლიო ან ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი, მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის ასე­თი ეჭ­ვი­ა­ნი ხალ­ხის ად­გი­ლი, რა­საც ვე­რა­ფერს ვუ­ზამთ. თუმ­ცა აშ­ლი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს იძ­ლე­ვა ავად­მყო­ფო­ბის სუ­რათს და შე­იძ­ლე­ბა ვუმ­კურ­ნა­ლოთ.


– ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა ამას თავი რო­გორ უნდა და­აღ­წი­ონ, ჩა­ი­ტა­რონ აცრა, წე­სე­ბი და­იც­ვან, რომ არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს თავი და­ვაღ­წი­ოთ?


– რე­ა­ლო­ბას თავს აღ­წე­ვენ უფრო ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბი. გახ­სოვთ ცერ­ცვა­ძე რომ იძახ­და, რა გინ­დათ, რო­გორც ჩი­ნეთ­მა გა­და­წყვი­ტა პრობ­ლე­მა, ისე გა­დავ­წყვი­ტოთ, ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე ჯა­რის­კა­ცი რომ იდ­გაო. და­ა­ყე­ნე­ბენ ჯა­რის­კაცს და გა­და­წყვე­ტენ. ან თუნ­დაც ის­რა­ელ­ში რო­გორც გა­და­წყვი­ტეს. კი ბა­ტო­ნო, თქვე­ნი ნე­ბა­აო, უთხრეს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მაგ­რამ ვინც აც­რი­ლი არ იქ­ნე­ბით, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­გიშ­ვე­ბენ, ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლის უფ­ლე­ბა არ გექ­ნე­ბათ და ა.შ. ანუ და­ნარ­ჩენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტში ვერ შეხ­ვალ­თო;


ისე, თქვენ რო­გორც გინ­დათ, გინდ აი­ცე­რით, გინდ – არაო. ასე რომ, ისევ იძუ­ლე­ბი­თი ხერ­ხი იყო, ოღონდ უფრო რბი­ლი მა­ნევ­რით. ეს არის, უნდა აი­ძუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, ოღონდ აი­ძუ­ლო ის­რა­ე­ლელ­თა მსგავ­სად, მო­რა­ლუ­რად საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან. სხვე­ბი რომ არ და­ა­ვად­დნენ, ამი­ტომ ადა­მი­ანს უნდა შე­ე­ზღუ­დოს სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბის უფ­ლე­ბა თუ აც­რი­ლი არაა. ეს დას­ჯა არ არის, რო­გორც უნდა ისე მო­იქ­ცეს, მაგ­რამ სხვას რომ არ გა­და­ე­ცეს და პან­დე­მია უსას­რუ­ლოდ არ გაგ­რძელ­დეს, ეს უნდა გა­კეთ­დეს.


ცოტა არ იყოს სა­და­ვო სა­კი­თხია, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში თუნ­დაც “მო­რა­ლუ­რი იძუ­ლე­ბა“ რა შე­დე­გებს გა­მო­ი­ტანს. ალ­ბათ, ფრონ­ტის მთა­ვა­რი ხაზი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბის კამ­პა­ნი­ა­ზე, ისევ და ისევ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­ზე უნდა გა­დი­ო­დეს. დრო არ ით­მენს, ქვე­ყა­ნა უხი­ლავ, მაგ­რამ და­უნ­დო­ბელ მტერ­თან სას­ტიკ ბრძო­ლა­შია ჩაბ­მუ­ლი.


(სტა­ტი­ის მთა­ვა­რი ფო­ტოს წყა­რო: IDFI)


ავ­ტო­რი: მე­რაბ ბე­რი­ძე




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://www.ambebi.ge/article/264032-rusuli-dezinpormaciis-kampania-pirdapir-mimartuli/?fbclid=IwAR1h5aXj_2zMDSakDFY5j_FvIlNBnEsRs06lrKRHgjq44Pj5kGMu1Na4dds


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები