შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„საქართველოში ვაქცინაცია 2021 წელს არ დაიწყება“ – გიორგი ფხაკაძე

„საქართველოში ვაქცინაცია 2021 წელს არ დაიწყება“ – გიორგი ფხაკაძე

26/02/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:


-„შეჯამებას გავაკეთებ, რაც ხდება საქართველოში:

შეზღუდვების მოხნასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იყო და არის და არასოდეს არ შეიცვლება, – ეპიდემიის მართვას, საერთოდ სჭირდება პროფესიონალები, რომლებიც არაპოლიტიკურად, არაეკონომიკურად, არამედ სუფთა ეპიდემიოლოგიური კუთხით, ცივი გონებით იღებენ გადაწყვეტილებას, – რა უნდა გაკეთდეს, ეპიდემია რომ არ გავრცელდეს.


ერთ მაგალითს გეტყვით, – მარსელში, რამდენიმე საუკუნის უკან იყო შემოსული გემი, – შავი ჭირით, თავის დროზე, ევროპულ პორტებზე იყო დაცვა, რომლებიც ეკონტროლებდნენ, გემზე რამე დაავადება თუ იქნებოდა, ეს გემი უნდა ყოფილიყო კარანტინში და ზოგ შემთხვევაში ასეთ გემებს წვავდნენ.


მარსელში, ამ გემის მფლობელმა (საიდანაც შავი ჭირი შემოვიდა) „ქრთამი“ მისცა პორტში პასუხისმგებელ პირს, -ინფიცირებული ხალხი დავტოვოთ გემზე, მაგრამ ტვირთი უნდა დაცლილიყო. კორუფციის შედეგად ჩამოიტანეს ტვირთი. ტვირთან ერთად იყვნენ ვირთხებიც და ვირთხებისგან გავრცელდა შავი ჭირი და იყო სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი ევროპაში!


იგივე სიტუაციაა ახლა საქართველოში. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – გახსნილიყო ქვეყანა მთლიანად (ყველაფერი კარგად არის), ვმართავთ სიტუაციას, თუ, რა?! გასაგებია, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზების გამო. ეკონომიკურიც არ არის, იმიტომ, რომ ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება უფრო მტკივნეული საქართველოსთვის. ჩვენ ის კი არ უნდა ვიფიქროთ, დღეს რა ვჭამოთ, ასევე უნდა ვიფიქროთ, რა ვჭამოთ ხვალ და ზეგ! დღეს თუ ყველაფერს შევჭამთ, ეს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ვიქნებით უფრო მშივრები! როგორც მე ვხედავ, საქართველოში ამაზე სტრატეგიულად არავინ ფიქრობს! ჩვენი სახელმწიფო ასტროლოგებს უფრო უჯერებს, ვიდრე მეცნიერებას. შედეგს აპრილში ვნახავთ!


შეზღუდვების მოხნას არ აქვს არაფერი საერთო არც მეცნიერებასთან და აპიდემიასთან, არც ეპიდემიოლოგიასთან, არც მედიცინასთან!


შენ შეგიძლია, ქვეყანა გახსნა იმ შემთხვევაში, თუ ხარ, როგორც ისრაელი (მოსახლეობის 80%-ზე მეტი აცრილია). ვაქცინაცია ნიშნავს მოსახლეობის 85%-ის აცრას. თუ იქნება მოსახლეობის 85%-ზე ნაკლები აცრილი, ეს არ არის ვაქცინაცია! თავს ნუ მოვიტყუებთ!

საქართველოში ვაქცინაცია არ დაიწყება, სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით. ფაქტია, 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ განხორციელდება.


საქართველოს, მართლა ღმერთი იფარავს, იმიტომ, რომ, ის, რაც ხდება საქართველოში, სხვა ქვეყანაში რომ ხდებოდეს, ამოხოცილი უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ, როდემდე უნდა გვფარავდეს, როდემდე?! ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი?! ამ ანგელოზმა, შეიძლება თქვას, – თავი დამანებეთ ამდენი ხანი როგორ უნდა გფარავდეთ! მარტო ანგელოზების იმედად ხომ არ უნდა ვიყოთ?!


უნდა იყოს ერთი ადამიანი, ვინც ვაქცინაციის პროცესს ჩაიბარებს და ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, მან უნდა გააგძელოს ეს გზა.

ერთადერთი, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის პირბადე (ისრაელში ვაქცინაციის პარალელურად აუცილებელია პირბადის ტარება)“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/02/saqarthveloshi-vaqtsinatsia-2021-tsels-ar-daitsqheba-giorgi-phkhakadze/


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები