კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისაქართველოში კარგი დინამიკა გვაქვს, მკაცრმა კარანტინმა გაამართლა....

საქართველოში კარგი დინამიკა გვაქვს, მკაცრმა კარანტინმა გაამართლა….

09.06.2020 Rustavi2



საქართველოში კარგი დინამიკა გვაქვს, მკაცრმა კარანტინმა გაამართლა – გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე საუბრობს


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში გიორგი ფხაკაძე “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ საქართველო თუ ტურისტების მიღებას აპირებს, აუცილებელია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ფართომასშტაბიანი ტესტირების დაწყება.


მისი თქმით, საქართველომ კარგი დინამიკა შეინარჩუნა, რისთვისაც მადლობას უხდის როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს პოლიციას.


“საქართველოში საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს და მკაცრმა კარანტინმა გაამართლა. მადლობა ამისთვის სამინისტროებს და პოლიციას.


ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ბოლომდე მომზადებული არ შეხვდა ვირუსს, ჩვენი სამედიცინო პერსონალი არის ინფიცირებული, უნდა ჩატარდეს ტრენინგები და მეტად ინფორმირებულები იყვნენ, რომ მსგავსი შემთხვევები არ გვქონდეს.


თუ ქვეყანა არ იქნება შესაბამისად მომზადებული, რისკების დაბალანსება იქნება ძალიან რთული. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. აფთიაქები, კლინიკები, ცხელების ცენტრები. როდესაც ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე, აუცილებელია ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები. უნდა გადავიდეთ უფრო ფართომასშტაბიან ტესტირებაზე და უნდა გავაძლიეროთ ყველა სახის მაღალი ტექნოლოგია, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს უკვე. გარეშემოსულ სტუმრებთან, ვინც კი კავშირში იქნება, ყველა უნდა შემოწმდეს,”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერის” ეთერში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/166997

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები