ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„რა უნდა გავაკეთოთ, მესამე ტალღა მაქსიმალურად რომ შევამციროთ, მინიმუმადე რომ დავიყვანოთ?!“

„რა უნდა გავაკეთოთ, მესამე ტალღა მაქსიმალურად რომ შევამციროთ, მინიმუმადე რომ დავიყვანოთ?!“

22/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ „მარტო სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ფრთხილად იყავით, – მესამე ტალღა მოდის.


„მარტო სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ფრთხილად იყავით, – მესამე ტალღა მოდის.

რა უნდა გავაკეთოთ, მესამე ტალღა მაქსიმალურად რომ შევამციროთ, მინიმუმადე რომ დავიყვანოთ?!


-ეს არის სამედიცინო პირბადე, 5 წლის ასაკიდან, ორმეტრიანი დისტანცია, არანაირი ხალხმრავალი შეკრებები, ხელების დაბანა და რა თქმა უნდა, ეფექტიანი ვაქცინაციის პროგრამა. მესამე ტალღა იქნება ერთ თვეში, თვენახევარში, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ვერ შეაჩერებს, მაგრამ კარგად დაწყებული ვაქცინაციის პროგრამა, იმედია ხელს შეუწყობს, რომ ის ადამიანები, ვინც იქნებიან ფრონტის წინა ხაზზე, სამედიცინო პერსონალი იქნება უფრო დაცული.


ყველა ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა არის ინდივიდუალური და მორგებულია იმ მოცულობაში, სადაც უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია, ეს იქნება ქვეყნის გამოცდილება, ეს იქნება კულტურული, რელიგიური, განათლების თუ ჯანდაცვის სისტემის მზაობა.

საქართველოში რა ჯანდაცვის სისტემაც არის, ეს ყველამ ვიცით.


ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უსაფრთხო. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, უნდა იყოს დიალოგი, დისკუსია ყველა დონეზე, დისკუსია ყველასთან, ყველა კითხვაზე უნდა იყოს გაცემული პასუხი, პრესკონფერენციების გამართვით კი არა, არამედ დიალოგი, ტელევიზიებით, სატელევიზიო გადაცემებით, ყველა კითხვაზე უნდა ადეკვატური და პროფესიონალური პასუხი. შემდეგ ადამიანი უკვე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ვაქცინა და ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხო კი არა ზე-უსაფრთხო პროცესი უნდა იყოს. თუ სადმე ჩავარდნა გვაქვს, პატარა ეჭვიც კი თუ გვეპარება, შეიძლება რომელიმე დაწესებულება გარკვეული მიზეზების გამო (ტრენინგი არ ჩატარდა, არ აქვთ ინფორმაცია და სხვადასხვა მიზეზის გამო), 1%-ითაც კი რამე ჩავარდნა რომ იყოს, არ ჩატარდეს იქ და უფრო მომზადებულ დაწესებულებებში ჩატარდეს.


საფრანგეთის მთავრობამ მიიღო კიდევ უფრო ფრთილი ზომები, გართულებები არის 55 წლამდე ადამიანებში, ძირითადად, მანდილოსნებში. რადგანაც, შესაძლებელია იყოს რისკები, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 55 წლის ქვემოთ ადამიანები არ აიცრებიან ასტრაზენეკას ვაქცინით, უკუჩვენებები მინუმამდე რომ დაიყვანონ. საქართველომაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“ – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.


ახალციხელი მედდა, 27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 19 მარტს გარდაიცვალა.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

საქართველოში 15 მარტიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
ვაქცინაციის პროცესი თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneka-ს პრეპარატით სულ 3.818 მედმუშაკი აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის პორტალზე Booking.moh.gov.ge-ზე ჯანდაცვის სექტორის 5246 წარმომადგენელი დარეგისტრირდა.


ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების (PRAC) ექსპერტებმა დაასრულეს AstraZeneca-ს ვაქცინის შედეგად ადამიანებში განვითარებული თრომბის შემთხვევების კვლევები და 2021 წლის 18 მარტის საგანგებო შეხვედრაზე კომიტეტმა განაცხადა:


ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/ema-%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-astrazeneca-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები