შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიკაცხის სვეტი ჭიათურის სიმბოლო - ვიდეო

კაცხის სვეტი ჭიათურის სიმბოლო – ვიდეო

კაცხის სვეტი ჭიათურის სიმბოლო

ესეც კაცხის სვეტის ვიდეო.

Paata Phography კაცხის სვეტის ვიდეოს აქვეყნებს

🎥

კაცხის სვეტი მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო.

კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან.

სვეტზე აღმართულ მონასტერში ცხოვრობს ბერი მამა მაქსიმე, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას 1993 წლიდან შეუდგა

კაცხის სვე­ტი – \”სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული\”, როგორც მას ძველად მოიხსენიებდნენ, თა­ნაბ­რად აოცებს ქარ­თ­ველ­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­მარ­საც.

კაცხის სვეტთან ასასვლელად პირველ რიგში ჭიათურაში უნდა ჩახვიდეთ.

კაცხის სვეტის მეცნიერული შესწავლა  XX საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1944 წელს  კაცხის სვეტზე პირველად ავიდა ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი.

მათ სვეტის თხემზე მცირე გათხრები ჩააატარეს და აღმოაჩინეს საკმაო რაოდენობის არქეოლოგიური მასალა. აღნიშნული ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა 1946 წელს ვ. ცინცაძის მიერ.

READ  გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში - უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები