პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„3 ძირითადი გაფრთხილება...“

„3 ძირითადი გაფრთხილება…“

07/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 15 ივნისს წერდა:


„3 ძირითადი გაფრთხილება გაცემული 2021 წლის 15 ივნისი, საფრანგეთი Giorgi Pkhakadze #drpkhakadze


საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში


გადაიტანეთ გამოცდების თარიღი, მაგალითად, ოქტომბერ-ნოემბერში, რადგანაც ამ დროისთვის მეოთხე ტალღა უკვე ჩამცხრალი იქნება. გაითვალისწინეთ, ინდური ვირუსი პირდაპირ ახალგაზრდებს ურტყამს


აბსურდის თეატრია ის, რომ აპირებენ პაპანაქება ზაფხულში გამოცდების ჩატარებას, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის იქნება ვირუსის აფეთქება. ეს არის არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ „მეხუთე კოლონის“ მოქმედება. ვიღაცამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა რა დააშავეს

ეს ისე ინფორმაციისთვის

ბევრი მეკითხება, ამიტომ პირველად ამაზე გეტყვით – ჩემი ვაქცინაციიდან უკვე 24 საათი გავიდა და თავს მშვენივრად ვგრძნობ, მხოლოდ ოდნავ მტკივა ნანემსარი.


ინდურ შტამთან, ე.წ. „დელტასთან“ დაკავშირებით – არც თუ კარგი ამბებია. ის კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთში ახალინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა ინფიცირებული. თუ ბრიტანული შტამის გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდა, ინდური შტამი კვირეებსა და დღეებში იპყრობს ევროპას.


საქართველოში ინდური შტამი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შემოვიდა. ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობით სეკვენირება ვერ ხდება, რადგან ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. შესაბამისად, ზუსტი იდენტიფიცირება, ვინ რომელი შტამითაა ინფიცირებული, არ წარმოებს.


საუბარია, თითქოს საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა, რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტია და, ალბათ, ამ ციფრს ერთი ნული დავუმატოთ.


მაისის შუა რიცხვებში წამოვიდა პირველი კვლევები – ბრიტანული შატმის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ეფექტურობა 92%-ია, ინდურის – 79%. „ასტრაზენეკათი“ აცრისას დაცულობა ბრიტანულ შტამთან მიმართებაში აღწევს 73%, ინდურის შემთხვევაში – 60%. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.


ბრიტანეთში კოვიდით გარდაცვლილთა 30%-ს „ასტრაზენეკას“ ორივე დოზით იყვნენ ვაქცინირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაემართათ ინდური ვირუსი.


ინდური შტამი იმდენად ვერაგია, რომ ბრიტანეთმა 4 კვირით გაახანგრძლივა შემზღუდავი ღონისძიებები და ლოკდაუნი ვერ მოხსნეს. ინდური შტამი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული.


ცნობისათვის, ბრიტანეთის მოზრდილი მოისახლეობის 56% „ასტრაზენეკათია“ აცრილი. საქართველოში 2%-იც არაა აცრილი და ყველაფერი გახსნილია. რაზე ვსაუბრობთ?!


საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში


კიდევ ერთხელ აცრაზე – გუშინ რომ ავიცერი, ვაქცინაციას ატარებდა „წითელი ჯვარი“, მოხალისეები, პენსიაზე გასული მედპერსონალი, რადგან საავადმყოფოებში ადამიანურ რესურსს უფრთხილდებიან. ადგილზე იყო ერთი ექიმი, რომელიც ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში საჭირო ზომებს მიიღებდა.


ვაქცინაცია არ არის საშიში, ოღონდ ქვეყანა მომზადებული უნდა იყოს. მათ შორის, უნდა იყოს ელექტრონული ჯანდაცვა, ჩვენთან კი საბუთებს დღესაც ხელით ავსებენ


ალბათ, ახლა ფულის კეთების ახალი საშუალება დაიწყება საქართველოში – ვაქცინაციის მასიური პუნქტები უნდა გავაკეთოთო. არ არის საჭირო. საქართველოში უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულებაა, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში 551 მულტიპროფილური საავადმყოფოა


რა უნდა გაკეთდეს:


1.არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლი უნდა მოწესრიგდეს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით,


2.ვაქცინაციის პროგრამა უნდა განხორციელდეს არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.


3.დატრენინგდეს შესაბამისი პერსონალი. ახალი პუნქტების გახსნა და „ფულის მახეები“ საჭირო არაა. არ დაიღალეთ ამდენი პიარითნუ ფლანგავთ ქვეყნის ბიუჯეტს


საქართველოში ვაქცინაციის პროცესში წითელი ჯვრის გამოყენება არ გვჭირდება. გამოვიყენოთ არსებული სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც მრავლადაა.


უამრავი დრო, ენერგია და ფინანსები იხარჯება უაზრო გეგმებზე, პროგრამებზე. ჯობდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ფოკუსირებული ყოფილიყო ხარისხის გაუმჯობესებაზე, ტრენინგებზე, ინფექციის კონტროლზე და, რაც მთავარია, მთელი ძალისხმევა ხარისხიანი ვაქცინების შემოტანაზე უნდა ყოფილიყო მიმართული.


ექსკლუზივი – მე ვიყავი გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი და ჩემთან ერთად მუშაობდა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ვინოდ პოლი. ის ახლა ინდოეთის მთავრობის მრჩეველია. ვინოდ პოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინდოეთი იწყებს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის წარმოებას.


რაც შეეხება საქართველოს, ჩემი მოსაზრება ასეთია – ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება და წერტილოვანი, მიზანდასახული ჩაკეტვები.


აბსურდის თეატრია ის, რომ აპირებენ პაპანაქება ზაფხულში გამოცდების ჩატარებას, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის იქნება ვირუსის აფეთქება. ეს არის არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ „მეხუთე კოლონის“ მოქმედება. ვიღაცამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა რა დააშავეს


გადაიტანეთ გამოცდების თარიღი, მაგალითად, ოქტომბერ-ნოემბერში, რადგანაც ამ დროისთვის მეოთხე ტალღა უკვე ჩამცხრალი იქნება. გაითვალისწინეთ, ინდური ვირუსი პირდაპირ ახალგაზრდებს ურტყამს


რეკომენდაციები უცვლელია – სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ არავითარი ტესტების და ანალიზების გაკეთება საჭირო არ არის, თუ ამაზე ექიმის მითითება არაა.


ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებისას მიყევით ინსტრუქციას. ასევე, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ პირბადე მაინც უნდა ატაროთ. მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ გამომუშავდება მაქსიმალური იმუნიტეტი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინდური შტამისგან მაინც არ ვართ ბოლომდე დაცული და ფრთხილად უნდა ვიყოთ.


არ გამოიყენოთ კონდიციონერი, თუ თქვენთან ერთად ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამაინებიც არიან. ოთახები ორპირით გაანიავეთ.


ევროპა და აშშ წლის ბოლომდე აიცრება და შემდეგ მთელ მსოფლიოში ვაქცინების აქტიური მიწოდება დაიწყება., 2022 წელი ცოტა რთული იქნება, 2023 წლიდან სიტუაცია დალაგდება.


გააკეთეთ სიკეთე, იყავით ყოველთვის კარგ ხასიათზე. ვიყოთ რეალისტები, სიმართლეს თვალებში ვუყუროთ. მოუსმინეთ ყველას, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს დაუჯერეთ.


მე ვაქცინა გავიკეთე, რადგან ვთვლი, რომ ეს ჩემთვის საჭიროა. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ვაქცინის გაკეთება, მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც საჭიროდ თვლით.


ჯანმრთელობა არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალურიც. თუ თვლით, რომ თქვენთვის ვაქცინაცია ცუდია და მაინც აიცრებით, ფსიქოლოგიურად ეს უფრო გავნებთ.


თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა თანხვედრაში უნდა იყოს და თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ.


კიდევ ერთხელ ვიტყვი – ვისაც გაქვთ საშუალება, წადით სოფელში და იყავით სუფთა ჰაერზე.


ჩვენ ამ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებთან ერთად ცხოვრება დიდხანს მოგვიწევს, რადგან ქვეყნები არიან ეგოცენტრულები, მარტო თავის თავზე და ფულზე ფიქრობენ. იმის ნაცვლად, რომ მიღებული ყოფილიყო გლობალური გადაწყვეტილება – ყველასათვის ხელმისწავდომი ვაქცინა ყველგან ერთდროულად.


ევროპაში მოზრდილი მოსახლეობის 56% ერთხელ მაინც არის აცრილი, აფრიკაში კი 1%-იც არა. რა ჰუმანიზმზე ვლაპარაკობთ?!


როცა ვაქცინაციის სიავკარგეზე ვსაუბრობთ, დავფიქრდეთ, მდიდარი ქვეყნები აცრილია, ღარიბები – არა. ანუ ვაქცინაცია საჭიროა.


მე ყოველთვის მოგაწვდით ახალ, რეალურ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი. ვიყოთ ინფორმირებული. ჩემი რჩევებით ერთი ადამიანი მაინც თუ გადავარჩინე, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი.


მოუფრთხილდით თავს, დაიცავით წესები, ყველაფერი კარგად იქნება!



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები