ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება3 ივლისიდან საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

3 ივლისიდან საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

2024 წელი3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებს დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ თბილისის N39, N103, N133, N147, N175, N177, N191 და N207 საჯარო სკოლების მიმდებარედ, სადაც განთავსებული იქნება საგამოცდო ცენტრები. აღნიშნულ დროებით მარშრუტებზე, ავტობუსები მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე დეტალური ინფორმაცია განთავსდება მერიის ვებგვერდზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია); N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან; N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი); N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა);

რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, გამოიყენებენ უკვე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

მარტი 25, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები