ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით 27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.  (საფრთხის დონე საშუალო).

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ დაიცვათ ბარგი აეროპორტში დაკარგვისგან - რამდენიმე პრაქტიკული რჩევა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები