ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან ₾12.3 მლრდ-მდე შემოსავალი მიიღო

2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან ₾12.3 მლრდ-მდე შემოსავალი მიიღო

2023 წელს საქართველოში 7.1 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3%-ით მეტია. მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20.5%-ით მეტია. გაწეული ხარჯების ჯამური ზრდის მიუხედავად, თითო ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 8.1%-ით შემცირდა და 2 097.4 ლარი შეადგინა.

გასული წლის განმავლობაში ვიზიტორები, ყველაზე მეტს განთავსებაზე, ყველაზე ნაკლებს კი ადგილობრივ ტრანსპორტზე ხარჯავდნენ:

  • განთავსება – საშუალო ხარჯი ვიზიტზე 763.6 ლარი;
  • საყიდლები – საშუალო ხარჯი ვიზიტზე 490.3 ლარი;
  • საკვები და სასმელი – საშუალო ხარჯი ვიზიტზე 453.3 ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – საშუალო ხარჯი ვიზიტზე 210.8 ლარი;
  • ადგილობრივი ტრანსპორტი – საშუალო ხარჯი ვიზიტზე 152.9 ლარი.

უწყების ცნობით, 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.4 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 13.6%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება გეოგრაფიას, არარეზიდენტი ვიზიტორების 33.3% გასულ წელს თბილისს ესტუმრა, 29.9% აჭარას, 12.2% მცხეთა-მთიანეთს, 5.7% ქვემო ქართლს, 5.4% სამცხე-ჯავახეთს, 5.2% იმერეთს, 3.7% კახეთს. სხვა რეგიონები კი, ჯამურად 4.6%-მა მოინახულა.

განხორციელებული ვიზიტების 72.8% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათისაა.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  წელს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე სახელმწიფომ 524 მლნ ლარი დახარჯა
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის შესახებ

სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის შესახებ

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები