ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ.
წმინდა ბარბარე იყო მდიდარი, წარმართი წარჩინებული გვარიშვილის ოჯახის ერთადერთი შვილი. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. იგი ოჯახის ერთადერთი შვილი და მამისაგან განებივრებული იყო.
თუმცა წმინდა ბარბარემ შეიცნო ჭეშმარიტება, ეზიარა ქრისტიანულ ფასეულობებს, რის გამოც საკუთარმა მამამ სასტიკად აწამა.
წმინდა ბარბარე ითვლება ბავშვთა მფარველ წმინდანად.
ასევე არის გარდამოცემა, რომ წმინდა ბარბარე სიკვდილის წინ აზიარებს იმათ, ვინც ვერ მოასწრო ზიარება, ამიტომ მას ხატებზე ხშირად ბარძიმით ხელში გამოსახავენ..
ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, რომ ეს დღესასწაული არის ბედობის დღეც. ღმერთმა მშვიდობა, სიხარული და სიყვარული დაგიბედოთ თქვენ, სრულიად საქართველოს
უამრავ უშვილო ოჯახს მისი მეოხებით მიებოძა შვილი, ასევე განსაცდელისგან იხსნა ქალ- ვაჟები, ყრმები. ნათქვამია, რომ წმინდა ბარბარე უდიდესი მეოხია იმ ოჯახებზე, ვინც სასოებს მის სიწმინდეს
ბარბარობის დღესასწაულს უკავშირდება ასევე ლობიანების გამოცხობის ტრადიცია, რა თქმა უნდა თავის არსით არანაირი დატვრითვა არ აქვს ლობიანებს, თუმცა ის არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ფასეულობებს და შესაბამისად არც მისი გამოცხობაა დანაშაული.
აღსანიშნავია, რომ ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას. ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად.
ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები – რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვირგვინი და სხვა. მისდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს.
ქრისტიანობის შემოსავლის შემდეგ ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის – დიდმოწამესა და წარმართული ღვთაების გაიგივება. ამის გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ღვეზელიც სამარხვო მზადდებოდა, თუმცა, ცხადია, არა ლობიოს შიგთავსით. ლობიო ევროპასა და საქართველოში მხოლოდ XVI საუკუნეში გაჩნდა და ლობიანიც სწორედ ამ დროიდან გახდა პოპულარული, განსაკუთრებით მარხვაში.