შაბათი, იანვარი 11, 2025
მთავარიმუზეუმები10 მუზეუმი და გალერეა, რომელსაც თბილისში უნდა ესტუმრო

10 მუზეუმი და გალერეა, რომელსაც თბილისში უნდა ესტუმრო

10 მუზეუმი და გალერეა, რომელსაც თბილისში უნდა ესტუმრო:

1. თბილისის ილუზიების მუზეუმი (Museum of Illusions Tbilisi)

ფოტო: Museum of Illusions Tbilisi

Museum of Illusions Tbilisi –  საოცარი ინსტალაციები და ექსპონატები ნებისმიერ სტუმარს გააოცებს. მუზეუმი ბეთლების 10-ში მდებარეობს.

2. Holoseum

ფოტო: Holoseum

ბეთლების 10-ში Holoseum-იც მოინახულებ. მრავალგანზომილებიანი პროექციების სამყარო-მუზეუმი ჯადოსნურ ფერებში დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდება. შთაბეჭდილებები ძალიან დიდხანს გაგყვება.

3. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს შეიქმნა და საქართველოში ყველაზე დიდ სამუზეუმო გაერთიანებას წარმოადგენს. თავად სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს კი ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც 1852 წლიდან იწყება. მუზეუმში დამთვალიერებლებს უამრავი საინტერესო მუდმივმოქმედი თუ დროებითი გამოფენის ნახვა შეუძლია. საოცარი ექსპონატები მუზეუმის თითოეულ სტუმარს წარსულში დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს. მუზეუმი რუსთაველის გამზირის 3-ში მდებარეობს.

4. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ფოტო: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, 27 ნომერში  — ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დათვალიერება შეგიძლია. მუზეუმი ხშირად მასპინძლობს საინტერესო პროექტებსა და გამოფენებს, შესაბამისად მნახველები მუზეუმს ყოველ ჯერზე ახალი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით ტოვებენ.

5. 4710

გამოფენა “აუცილებელი რიტუალები”, 2020 წ

ფოტო: 4710

თუ თანამედროვე ქართველი ხელოვანების შემოქმედებით ხარ დაინტერესებული, შეგიძლია, ამაღლების 19-ში გალერეა 4710-ს ესტუმრო. გალერეა ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. 4710-ის სივრცე და გამორჩეული ექსპონატები თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნამდვილად საინტერესო აღმოჩენა იქნება.

6. თბილისის ციფრული სივრცე

გამოფენა Van Gogh Alive

ფოტო: Tbilisi Digital Space – თბილისის ციფრული სივრცე

Tbilisi Digital Space – თბილისის ციფრული სივრცე იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც ხელოვნებასთან ერთად საოცარი სანახაობებიც უყვართ. მუზეუმის დათვალიერება ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის საინტერესო გამოცდილება იქნება. დაუვიწყარი გამოცდილებისთვის მუზეუმს მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ან პატარებთან ერთად თბილისი მოლის მე-3 სართულზე შეგიძლია ეწვიო.

7. The Why Not Gallery

ქეუ მეფარიშვილის სოლო გამოფენა “ოლე, ანუ მარტოდ მდგარი ხე”

ფოტო: Sandro Sulaberidze / The Why Not Gallery

The Why Not Gallery ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ემსახურება. გალერეის მაღაზიაში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერება და მათი შეძენა შეგიძლია. გალერეა აღმაშენებლის 150-ში მდებარეობს.

8. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

ფოტო: Georgian Museum of Fine Arts / ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

რუსთაველის 7 ნომერში მდებარე Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 100-ზე მეტი ქართველი ხელოვანის 3 500-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. მუზეუმი ხელოვნების მოყვარულებს საშუალებას აძლევს, მათთვის აქამდე უცნობი ქართველი ხელოვანები და მათი საინტერესო შემოქმედება გაიცნონ.

9. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

რუსთაველის გამზირის 11-ში მდებარე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ამისთვის ზედგამოჭრილი ადგილია. ეროვნულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, სადაც ბევრი საინტერესო გამოფენისა და ხელოვნების ნიმუშების აღმოჩენა შეგიძლია.

10. თბილისის ისტორიის მუზეუმი

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმ

თუ გსურს, თბილისის ისტორიის შესახებ უფრო მეტი გაიგო, შეგიძლია, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) უნდა მოინახულო. მუზეუმის ფონდებში 50 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე თბილისის ისტორიას მოგვითხრობს. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ თბილისის ისტორიის მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენებიც ხშირად იმართება. მუზეუმი სიონის 8 ნომერში მდებარეობს.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

10 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

10 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025
ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

10 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE