გიორგი ხალვაში- დამწყები შეფ-მზარეული საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადებას გაივლის.
„ფორმა, ვიზუალი და რაც მთავარია, გემო. კონდიტერია შემოქმდებაა, სადაც ყველა დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჩემი ჩანაფიქრი თეფშზე გადმომაქვს. დესერტში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ლუკმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყოს. ამისთვის კი ფანტაზია, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და განვითარებაა საჭირო“ – ამბობს გიორგი ხალვაში.
გიორგი სამი წელია, რაც ამ სფეროშია.
„სამი წელია რაც ამ სფეროში ფეხი შემოვდგი და ვთვლი, რომ ისევე როგორც არც ერთი დღე, არც ერთი დესერტი არ უნდა ჰგავდეს ერთმანეთს.
წინ კიდევ ბევრი გამოწვევა, ბევრი ჩანაფიქრი და მიზანია. მთავარი იდეა კი ერთია, – ჩემი დესერტის ერთი ნაჭერი იყოს გემო, რომელიც კონდიტერიაში თავის კვალს დატოვებს“, – განაცხადა გიორგი ხალვაშმა.