ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა - „ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოებზე“ გვაქვს შესაძლებლობა, გავიცნოთ...

ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა – „ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოებზე“ გვაქვს შესაძლებლობა, გავიცნოთ ახალი პარტნიორები და წარვუდგინოთ ჩვენი პროდუქტები“-თემო მაჭარაშვილი

საფრანგეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწყობილ „როუდშოუებში“ ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ.

Travel Bee-ის დამფუძნებლის თემო მაჭარაშვილის განცხადებით „როუდშუები“ ხელს უწყობს კავშირების გაღრმავებას უცხოელ ტუროპერატორებთან და ტურისული ნაკადების გაზრდას საქართველოში.

„ცალსახად მნიშვნელოვანია B2B შეხვედრები, ვინაიდან ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოებზე“ გვაქვს, შესაძლებლობა გავიცნოთ ახალი პარტნიორები და წარვუდგინოთ ჩვენი პროდუქტები. უცხოეთის ბაზარს შევახსენოთ, რომ საქართველო საინტერესო მიმართულებაა. გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა და დარწმუნებული ვარ საფრანგეთიდან გაიზრდება ინტერესი და ტურისტების რაოდენობაც“, – განაცხადა თემო მაჭარაშვილმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში „როუდშოები“ მოეწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. „როუდშოებს“ 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო.

კომბინირებული მარკეტინგული კამპანია საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ჯანდაცვის ასოციაციის ყველა წევრმა კლინიკამ, მააკრედიტირებელ ორგანოებთან ხელშეკრულება გააფორმა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები