კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურასაშარდე გზების დახშობა

საშარდე გზების დახშობა

საშარდე გზების დახშობა

საშარდე გზების ნებისმიერ ადგილას დახშობამ – დაწყებული თირკმლებიდან, სადაც შარდი წარმოიქმნება, დამთავრებული შარდსა­დენით, საიდანაც შარდი სხეულიდან გამოი­ყო­ფა – მასში წნევის გაზრდა და შარდის დინების შენელება შეიძლება გამოიწვიოს. დახშობა ანუ ობსტრუქცია შესაძლოა უეცრად ან თანდათანობით, დღეების, კვირების, თვეების მანძილზე განვითარდეს. იგი შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.
საშარდე გზების ობსტრუქციამ შესაძლოა თი­რ­კმლების გაფართოება გამოიწვიოს, რაც აზი­ანებს მათ. თუკი პრობლემა სწრაფად მოიხსნა, თირკმლები მძიმედ არ ზიანდება, მაგრამ ზოგ­ჯერ მძიმე და გამოუსწორებელი ცვლილებებიც ვითარდება, რასაც საბოლოოდ თირკმლის ფუნქციის დარღვევა – თირკმლის უკმარისობა მოსდევს. ობსტრუქციამ, აგრეთვე, შეიძლება კე­ნ­ჭების წარმოქმნა და საშარდე გზების ინფექცია გამო­იწვიოს. დახშობის დროს გზებში მოხვედრილი ბაქტერიები გარეთ არ გამოირეცხება, რადგან შარ­დის დინება დარღვეულია. შედეგად, ინფექცია ვითარდება.

შარდის შეუკავებლობა ბავშვებში

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

READ  ღვიძლის გაცხიმოვნება (სტეატოზი) არის ღვი­­ძ­ლის უჯრედებში გარკვეული ტიპის ცხიმე­ბის (ტრი­გლი­ცე­რი­დების) პათოლოგიური დაგ­რო­ვება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები