შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებისაქართველოს ულამაზესი დედაქალაქი - არქიტექტურაში ასახული ისტორია

საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი – არქიტექტურაში ასახული ისტორია

საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი მრავალი სახასიათო და განსაკუთრებული დეტალით გამოირჩევა. არქიტექტურაში ასახული ისტორია – ძველი თბილისი.

ეს დეტალები ქალაქს ძველისა და ახლის, ისტორიისა და თანამედროვეობის შეხვედრის ადგილად აქცევენ და დიდ ინტერესს აღძრავენ ადგილობრივ თუ უცხოელ მნახველებში.

#image_title

ბევრი რამ თბილისის შესახებ კი კვლავ ფარდის მიღმა, ფართო აუდიტორიისათვის უცნობი რჩება. თბილისური ლაბირინთები, ვიწრო ქუჩები, ქვით ნაშენი სახლები და ხის აივნები, “იტალიური ეზოები” და არტ ნუვო – ყოველივე ეს აქცევს თბილისს განსაკუთრებული კოლორიტის მქონე, კოსმოპოლიტური ბუნების ქალაქად, რომლის იდუმალი სილამაზეც ყველაზე კარგად სწორედ დეტალებში ჩანს.

#image_title

თბილისურმა ხის სახლებმა რესტავრაციის შემდგომ თითქოს დაიბრუნეს კიდეც ძველებური დიდება, თუმცა, ბევრი მათგანის არქიტექურა დრომ და უკონტროლო მშენებლობებმა იმსხვერპლა, რამდენიმე სახლი კი დანგრევის პირასაა მისული. ბევრი ღირებული ნაგებობა დღემდე არცაა შემორჩენილი.

#image_title

თბილისში გაცილებით მეტი რამაა სანახავი, ვიდრე ყველასათვის ცნობილი ღირსშესანიშნაობებია – ქალაქი ბევრ საიდუმლოს ინახავს, გამორჩეულ შენობასა თუ ადგილს, რომელთა უკანაც განსხვავებული და საინტერესო ისტორიები დგას.

#image_title

ერთ-ერთი ასეთი შენობა, გასაოცარი არქიტექურით, აღმაშენებლის 36 ნომერში მდებარეობს. საკმარისია, კარები შეაღოთ, რომ მაშინათვე განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარემოში აღმოჩნდებით. მიუხედავად სიძველისა, შენობა დღემდე ინარჩუნებს უნიკალურ ხიბლს.

სახლი XIX-XX საუკუნეებში, ცნობილი ქველმოქმედისა და საზოგადო მოღვაწის, ერასტო ჭავჭანიძის მიერ აშენდა. როგორც იმ დროს აშენებული მდიდრული სახლებისთვის იყო დამახასიათებელი არქიტექტირა, ინტერიერი ოქროს ნიმუშებით არის მორთული. ჭერიდან ანგელოზები იყურებიან, ხოლო კედლები “ვეფხისტყაოსნის” ეპიკური სცენებითაა მორთული. ილუსტრაციები ზიჩისეულია.

#image_title

უნიკალური ვიტრაჟი ბეთლემის ქუჩიდან დედაქალაქის არქიტექტურის კიდევ ერთი სამკაულია. ბეთლემის ქუჩაზე ეს ერთადერთი შენობაა ფერადი ფანჯრებით – უნიკალური სახლი მე-19 საუკუნით არის დათარიღებული და ლამაზი ფანჯრების გარდა, სახლს ხის მოჩუქურთმებული აივანიც ამშვენებს. 100 წლის შემდეგაც საუცხოოდ შემონახული ვიტრაჟები ტურისტებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობაა.

წყარო

#drpkhakadze

READ  დმანისის საიდუმლო გვირაბი და დანარჩენი საიდუმლოებები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები