სათაფლია თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებით, თითოეულ სტუმარს, არაჩვეულებრივ სანახაობას ჰპირდება. სათაფლია, დაწყებული პრეისტორიული ხანის (120 მილიონი წლის წინანდელი) დინოზავრების ნაკვალევიდან, დამთავრებული კარსტული მღვიმეებით, ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიისა და ბუნების მრავალფეროვნებას. მისი სიდიადე მუდმივად დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში და თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებიც უკავია.
სათაფლიაში აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. სათაფლიის დინოზავრები მსოფლიოში ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და „Satapliazaurus“-ის სახელით არიან ცნობილი.
დღესდღეობით, სათაფლიაში მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება და დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა. სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი და მრავლისმომცემი ადგილია.
სათაფლია თავისი გასაოცარი ბუნებით, დაუვიწყარ მოგზაურობას და თავგადასავალს გპირდებათ. ეს არის შესანიშნავი ადგილი, სადაც დაათვალიერებთ უნიკალურ კოლხურ ტყეს. აქ გატარებული სასიამოვნო დრო მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ, როგორც ფანტასტიკური და დაუვიწყარი მოგონება. სათაფლია გელით თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს ახალი აღმოჩენების, ისტორიების შესაქმნელად და მრავალი დაფარული საიდუმლოს გამოსარკვევად.
მასალის გამოყენების პირობები