ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრორომელი ქვეყნიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ვიზიტი? - 2023 წელს ტურისტული ვიზიტები 27.8%-ით...

რომელი ქვეყნიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ვიზიტი? – 2023 წელს ტურისტული ვიზიტები 27.8%-ით გაიზარდა

2023 წელს საქართველოში 7.1 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3%-ით მეტია. აქედან, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 27.8 %-ით მეტია.

ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 30.9%-ით მეტია.

რაც შეეხება ქვეყნებს, 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთის (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.

2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით, რასაც მოსდევს მეგობრების და ნათესავების მონახულება და ტრანზიტი.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  სააფთიაქო ნარკომანია - რამდენიმე აფთიაქი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები