კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურარეზო გაბრიაძის პირველი ქართული მარიონეტული თეატრი თბილისის ძველ უბანში

რეზო გაბრიაძის პირველი ქართული მარიონეტული თეატრი თბილისის ძველ უბანში

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს.

ის პირველი ქართული მარიონეტული თეატრია თბილისში.
თეატრი 1981 წელს რეზო გაბრიაძემ ააშენა.
იგი ინდივიდუალური, საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა და თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
თეატრის სახედ იქცა საათიანი კოშკი, რომელიც რეზო გაბრიაძემ 2010 წელს შექმნა.
საათში ერთხელ მოხატული კარიდან ოქროსფრთებიანი ანგელოზი გამოდის და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს.
დღეში ორჯერ კი, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, მშვენიერი თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის” ნახვაა შესაძლებელი.
ამ ზღაპრული სანახაობის სანახავად საათიან კოშკს უამრავი ტურისტი და ადგილობრივი სტუმრობს.
კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკული პანოა, რომელიც რამდენიმე ასეული ფილისგან შედგება.
ფილები რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა.
გაბრიაძის თეატრი ქალაქის ერთ-ერთი განსაკუთრებული და ჯადოსნური ადგილია.
თეატრმა თავისი სპექტაკლებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
თეატრის ფასადზე ოქროს რეზო გაბრიაძის დევიზი წერია – “Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare” – „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.
კოშკის მარჯვნივ არის თეატრალური კაფე – „გაბრიაძე“.
გაბრიაძის თეატრში შეგიძლიათ იხილოთ სპექტაკლები: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადი“, „რამონა“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“.
აქვეა თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – VI საუკუნის ტაძარი – ანჩისხატი.
რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი.
READ  გულის უკმარისობა – XXI საუკუნის კარდიოლოგიის აქტუალური საკითხი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები