პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარატომ უწოდებენ “ ალმასის სასახლეს “ ჭონქაძის 11 ნომერში მდებარე სპარსულ სტილში...

რატომ უწოდებენ “ ალმასის სასახლეს “ ჭონქაძის 11 ნომერში მდებარე სპარსულ სტილში გადაწყვეტილ სახლს.

ალმასის სასახლე – რატომ უწოდებენ “ ალმასის სასახლეს “ ჭონქაძის 11 ნომერში მდებარე სპარსულ სტილში გადაწყვეტილ სახლს.

სახლი აშენდა XIX საუკუნეში, მაშინდელი გუდოვიჩის ქუჩაზე (ამჟამად ჭონქაძის ქ. N11).
თავდაპირველად შენობა თბილისში სამუშაოდ ჩამოსულ გერმანელ ინჟინერს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1889-1894 წლებში საქართველოში ირანის კონსულს, მირზა რეზა ხანს მიჰყიდა. სასახლის ოფიციალური გახსნა 1892 წლის 16 ივლისს გაიმართა.

საქართველოში საგანგებოდ ჩამოყვანილი ირანელი ოსტატების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შენობამ აღმოსავლური სახე მიიღო და სადარბაზოს კარსა და შენობის ფასადზე ირანული წარწერები და სპარსული სიმბოლოები გამოისახა.

დღეისთვის, სადარბაზოს გარდა, შენობის მხოლოდ ერთ ოთახში შემორჩა უვნებლად ჭერის უნიკალური მორთულობა, სადაც მოჭიქულ კერამიკაზე დახატული არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. თბილისში ჭერის ამგვარი შემკულობა სხვაგან არსად გვხვდება.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  კვირიკობის დღესასწაული - კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები