ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გადაცემაში “ღამის კურიერი”.
„მედიკამენტებზე, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, მოქალაქეებმა 350 მილიონი ლარი დაზოგეს.
მედიკამენტების არასამართლიანი ფასებით, ზარალდება, როგორც მოქალაქე, ისე სახელმწიფო.
შესაძლებელია შემოსავლების სამსახურიდან, იმპორტის ფასების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და ნახვა, თუ რა ფასად იყიდება ეს მედიკამენტები საცალო ქსელში.
მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი დაწესდა გაიზარდა. 5 000-ზე მეტ მედიკამენტს რეფეტენტული ფასი აქვს, რაც ფარმაცევტული ბაზრის ნახევარზე მეტია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, 2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება.
„2024 წელს, სახელმწიფო პენსია გაიზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კი თითქმის 500 ლარს მიაღწევს; 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარი;
საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან, პრემიერი ინიციატივით ამოქმედდა, ამ დროისთვის პროგრამით 33 000 ადამიანია დასაქმებული.
2024 წლიდან იწყება უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლამდე 1000 უსახლკარო ოჯახი მიიღებს ბინას.
დევნილთა განსახლების უპრეცედენტო პროექტი მიმდინარეობს, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი ლარია, პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე 13000 ოჯახი განსახლდება“, – აღნიშნა მინისტრმა.