ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიმიცუ ციხე-სოფელი - ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

„მიცუ – ციხე-სოფელი. მიცუ შუა საუკუნეების დასახლებაა და პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო.
აქ ძირითადად ორი გვარი – შეთეკაურები და დაიაურები ცხოვრობდნენ და განთქმულნი იყვნენ სიმამაცით.
გადმოცემით, სოფლელები ხატისთვის შეწირულ განძს საუკუნეების მანძილზე იცავდნენ, რომელიც მახლობლად არის დაფლული და შესაბამის დროსა და რჩეულს ელის.
მიცუში ნახავთ ლეგენდარულ თორღვას კოშკს, ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატს, ბორჩაშვილების ციხე-სახლს, ჩოლოყაანთ კოშკსა და კიდევ არაერთ ციხე-სახლს. ყველა მათგანი ფიქლის ქვით და მშრალი წყობით არის ნაგები.
აქვე ნახავთ იმ ადამიანების ძვლებს, რომლებმაც ისევე როგორც არდოტში, ჟამიანობის დროს თვითსიკვდილით დაიცვეს მოსახლეობა.
1820 წელს მიცუს ჩრდილოკავკასიელებმა შეუტიეს.
მაშინ ის ძალიან დაზიანდა. თუმცა, როგორც ერთი ლექსი გვეუბნება, მუცო ყოველთვის აუღებლად დარჩა.“
📷 გოგა ჩანადირი
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  ელარჯი, ფუჩხოლია, გებჟალია – მეგრული გასტრონომიის საგანძური
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები