პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირელიგიამეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი - ლოცვა, რომელიც მარიამობის დღესასწაულზე იკითხება

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი – ლოცვა, რომელიც მარიამობის დღესასწაულზე იკითხება

მეტეხი – სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრში.

იგი XIII საუკუნით თარიღდება. სატაძრო კომპლექსი ღვთისმშობლის ტაძარს, გალავანს, კოშკებსა და სამრეკლოს მოიცავს. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღადგინეს მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები და ორნამენტიანი სამკაულები. ტაძრის თავისებურებას და მისი გარე მასების კომპოზიციურ ცენტრს თორმეტსარკმლიანი გუმბათი წარმოადგენს, რომლის ყელიც ზევითკენ მკვეთრად ვიწროვდება. მეტეხის ტაძარი ასახავს ამ პერიოდისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს, თუმცა ის ამავდროულად საგრძნობლად ინდივიდუალურია. ტაძარი არ არის დატვირთული ხორცოვანი ჩუქურთმებით, ასევე მის საფასადო მორთულობას დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განუცდია (ნაწილობრივ გადანაცვლებულია, ნაწილობრივ კი დაკარგული), თუმცა მისი მხატვრული გადაწყვეტა ყურადღებას იქცევს. კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.

მეტეხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამაროვნები, ყორღანები  და ნამოსახლარები, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული  ძვ წ- აღ -ის  მე -10 საუკუნით დამთავრებული..

სოფელში რამდენიმე ეკლესიაა:

  • მეტეხის ღვთისმშობლის  ტაძრის  კომპლექსი
  • კვირაცხოვლის ეკლესია
  • ამაღლების ეკლესია
  • წმ. თევდორეს ეკლესია

სოფელში, გაშლილ ტაფობზე, დგას ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის XIII საუკუნის  გუმბათოვანი ეკლესია, გვიანდელ შუა საუკუნოვანი სამრეკლო და კოშკებჩამონგრეული გალავანი.

ღვთისმშობლის ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება, გალავანი და კოშკები გვიანი შუასაუკუნეებისაა, სამრეკლო კი XIX საუკუნეშია აგებული. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიან შუასაუკუნეებში აღდგენილი ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები და ორნამენტული სამკაულები.

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი | შენი დასვენება

ფოტო: badri vadachkoria

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობელს უკავშირდება.

გუგულაანთ უბანში, სოფლის აღმოსავლეთით სასაფლაოზე მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის ეკლესია – ამაღლების ეკლესია.

READ  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა - 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა 9-დან 12-მდე გაიზარდა

სოფლის დასავლეთით, მაღალ გორაკზე მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის წმ.თევდორეს ეკლესია

სოფლის დასავლეთით სასაფლაოზე  მდებარეობს კვირაცხოვლის მცირე ზომის ეკლესია.

ლოცვა მარიამობისა

„ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას.ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთჳს, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობა და სიკუდილი ცხოვრების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები