ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბები„მაპატიეთ ბატონო მინისტრო, მაგრამ არ დაგეთანხმებით“ - გიორგი ფხაკაძე ზურაბ აზარაშვილს

„მაპატიეთ ბატონო მინისტრო, მაგრამ არ დაგეთანხმებით“ – გიორგი ფხაკაძე ზურაბ აზარაშვილს

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას ეხმაურება:

„მაპატიეთ ბატონო მინისტრო, მაგრამ არ დაგეთანხმებით.
კოვიდი არ არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი.
გირჩევთ სამედიცინო სფეროს ექსპერტები შეცვალოთ, ვინაიდან არაპროფესიონალურ რჩევებს გაძლევენ.
ქვეყანაში ახალი კოვიდ ვაქცინები რომ არ არის შემოტანილი, რით დაასაბუთებთ?!
რატომ არის ახალი კოვიდ ვაქცინები ხელმისაწვდომი ევროკავშირში და საქართველოში არა?
სამედიცინო მიმართულების გუნდის გაძლიერებას გირჩევთ.“

„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  გრიპის ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის - სპეციალისტები გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები