სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურალევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით გრძელდება

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით გრძელდება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის მამულში ქართული ფესტივალის მეხუთე კვირა საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივნისს ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ცნობილ ვეტერან ხელბურთელებს, ლევან გელაშვილსა და შოთა თევზაძეს, რომლებმაც საჩვენებელი თამაში გამართეს.

„გაიმართა ანსამბლ ,,მართვეს“ კონცერტი. ქართული ქორეოგრაფიის ნიმუშები წარმოადგინა ანსამბლ ,,ერისიონთან“ არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლაპრებმა“. საღამო ქართული პოლიფონიით დასრულდა – მაყურებლის წინაშე ანსამბლი ,,დიდგორი“ წარდგა. უნდა აღინიშნოს რომ ანსამბლები პირველად მონაწილეობდნენ ლევილის ფესტივალში. ქართულმა მრავალხმიანმა სიმღერამ და ქორეოგრაფიამ მაყურებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების შემდეგ ანსამბლ ,,მართვეს” მომღერლები ანსამბლ ,,ლაპრების” მოცეკვავეებთან ერთად ლევილის ქართულ სასაფლაოზე იყვნენ. მომღერლებმა ,,ჩემო კარგო ქვეყანავ” შეასრულეს.

ფესტივალის სტუმრებს შორის არიან საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი, რომელიც ლევილის მამულში დაცულ სხვადასხვა პერიოდის წერილობით დოკუმენტაციასა და წიგნად ფონდს ეცნობა, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე, პუბლიცისტი, ლიტერატორი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე და სხვ.

როგორც ცნობილია, 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას ლევილის ქართველთა მამული ქართულ
ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი მეორედ იმართება და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე – მონაწილეთა რაოდენობა. წელს პირველად ლევილის მამულში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი. ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრობს. ღონისძიებების სტუმრებს შორის არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

წლევანდელ ფესტივალში ორი თვის მანძილზე 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები თუ შემოქმედებითი ჯგუფები. სპორტის არაერთ სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები. ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

მნიშვნელოვანია, რომ ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს. შვიდი სტუდენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში სტუმრობდა კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებულ პირველ შემოქმედებით რეზიდენციას და მათ მიერ იქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდა“, – საუბარია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

მარტი 25, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

მარტი 24, 2025
ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

მარტი 24, 2025
ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები